ღია კარის დღეები!

21.04.2017
ღია კარის დღეები!

ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან, ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამასთან დაკავშირებით (MA in European Studies) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს ღია კარის დღეებს  2017 წლის  27 და 28 აპრილს.
ღია კარის დღეები გაიმართება თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტში (ჭავჭავაძის გამზირი 3, თსუ-ის II კორპუსი, მე–4 სართული, ოთახი 406).
დრო:  13:00 საათიდან 15:00 საათამდე.

ევროპისმცოდეობის სამაგისტრო პროგრამა (MA in European Studies)  არის ევროკავშირის ეგიდით და ევროკავშირის წამყვანი უნივერსიტეტების მონაწილეობით შექმნილი ინტერდისციპლინური და ინტერფაკულტეტური სამაგისტრო პროგრამა, რომელიც აკრედიტირებულია საქართველოში და 2007 წლიდან მოყოლებული ხორციელდება ინგლისურ ენაზე.  მიღების წინაპირობაა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული საერთო სამაგისტრო გამოცდაში ნებისმიერი ტიპის ტესტის (A, B, C) ჩაბარების შემდგომ ინგლისური ენის, სპეციალიზაციის გამოცდებისა და გასაუბრების წარმატებით გავლა. დიპლომს გასცემს თსუ იურიდიული ფაკულტეტი. ვებ–გვერდი www.ies.tsu.edu.ge 
<< უკან დაბრუნება
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012