ცხადდება მიღება ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში

01.03.2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ფარგლებში (#ENPI/2012/306-124) შექმნილ ინტერდისციპლინურ, ინტერფაკულტეტურ, ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე ევროპისმცოდნეობაში.

სადოქტორო პროგრამის კურიკულუმი შედგენილია წამყვანი ევროპელი ექსპერტებისა და უნივერსიტეტების ჩართულობით.

ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი შეიძლება გახდეს მინიმუმ მაგისტრის ხარისხის მქონე პირი ერთ–ერთი შემდეგი სპეციალობით: სამართალი, ეკონომიკა, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები და ჰუმანიტარული მეცნიერებები. კანდიდატს ასევე უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული ინტერესი ევროკავშირის მიმართულებით ღრმა კვლევის წარმოებისათვის.


მისაღები გამოცდები:

1.    კვლევითი პროექტი (მაქსიმუმ 3000 სიტყვა), რომელიც მოიცავს  ა) დისერტაციის სათაურს,   ბ) კვლევის მიზნებს,  გ) კვლევით კითხვას/კითხვებს, დ) კვლევის მეთოდოლოგიას და  ე) გამოსაყენებელი ლიტერატურის მიმოხილვას.

2.    გამოცდა ინგლისურ ენაში B2 დონეზე (შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატი გათავისუფლდება გამოცდისაგან); კანდიდატი ასევე გათავისუფლდება უცხო ენის გამოცდისგან, თუ მას ინგლისურენოვან პროგრამაზე მინიმუმ სრული ერთწლიანი კურსის გავლის შედეგად მინიჭებული აქვს ხარისხი.

3.   გასაუბრება კომისიის წინაშე.


მაგისტრის ხარისხის მქონე უცხოელ სტუდენტებს უფლება აქვთ ჩააბარონ სადოქტორო პროგრამაზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით.




ევროპისმცოდნეობის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის მიღება იწარმოებს შემდეგი ვადების გათვალისწინებით:


ა) საბუთების მიღება - 9-13 მარტი;
ბ) გამოცდა ინგლისურ ენაში (B2 დონე) – 14 მარტი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 16 მარტი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 19-20 მარტი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 21 მარტი;
ვ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 23 მარტი;
ზ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 26-27 მარტი;
თ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 30 მარტი.




მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:


1.   განცხადება რექტორის სახელზე (იწერება ადგილზე);
2.   კვლევითი პროექტი ინგლისურ ენაზე (მაქსიმუმ 3000 სიტყვა), რომელიც მოიცავს:
2.1. დისერტაციის სათაურს;
2.2. კვლევის მიზნებს;
2.3. კვლევით კითხვას/კითხვებს;
2.4. კვლევის მეთოდოლოგიას;
2.5. გამოსაყენებელი ლიტერატურის მიმოხილვას.
3.   სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
4.   ავტობიოგრაფია (CV, ინგლისურ ენაზე);
5.   პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში პასპორტის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;
6.   ფოტოსურათი (3x4) - ბეჭდური 2 ცალი  და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
7.   მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად  დამოწმებული ასლი; 2018 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
8. ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
9. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორის სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
10. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
11. წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში).


2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ევროპისმცოდნეობის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე განსაზღვრულია 3 ვაკანტური ადგილი.


ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაზე სემესტრული გადასახადი შეადგენს 1125 ლარს.



მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ევროპული კვლევების ინსტიტუტი, ჭავჭავაძის გამზ. 3, მე–2 კორპუსი, მე–4 სართული, ოთახი 406.

ტელ: (+995 32) 2 22 78 99
ელ–ფოსტა: helpdesk.ies@tsu.ge
<< უკან დაბრუნება
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012