საჯარო ლექციათა ციკლი თემაზე: ბალკანელები, დემოკრატია და ევროპული ინტეგრაცია

27.03.2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი გიწვევთ ყველა დაინტერესებულ პირს საჯარო ლექციათა ციკლში მონაწილეობის მისაღებად.  ლექციათა ციკლს გაუძღვება დოქტ. ადრიანო რემიდდი.

დოქტ. ადრიანო რემიდდი გახლავთ ბოლონიის უნივერსიტეტის (იტალია) ცენტრალურ-აღმოსავლეთ და ბალკანური ევროპული ინსტიტუტის მკვლევარ-ასისტენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში (ბოლონიის უნივერსიტეტი, სარაევოს უნივერსიტეტი) ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიზაციაში რეგიონალური სამაგისტრო პროგრამის სასწავლო განყოფილების კოორდინატორი. 2014/15 წლიდან ხელმძღვანელობს ცენტრალური ევროპის საინიციატივო საერთაშორისო საზაფხულო სკოლას (21-ე, 22-ე და 23-ე გამოშვება). მანამდე იყო კონსტიტუციონალური სწავლებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის დირექტორის ასისტენტი ჯოჰნ ჰოპკინის უნივერსიტეტში. დოქტ. რემიდდის სამეცნიერო   ნაშრომები გამოქვეყნებულია „ Balkan Social Science Review “-სა და „ PECOB/University of Bologna”-ში,   ასევე ანალიზი აქვს ჩატარებული “LIMES-Italian Review of Geopolitics”-თვის (რომი). დოქტ. რემიდდი გახლავთ ცენტრალურ-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში პოსტ-სოციალური ტრანზიციისა და  ევროპული ინტეგრაციის, რეგიონალური თანამშრომლობის, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიზაციის, მიგრაციისა და დიასპორის საკითხების სწავლების სპეციალისტი. 

საჯარო ლექციის თემა: ბალკანელები, დემოკრატია და ევროპული ინტეგრაცია

შეხვედრის დრო: 2-6 აპრილი, 2018 წ., 19:00 საათი

შეხვედრის ადგილი: თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტი (თსუ-ის II კორპ., IV სართული, აუდიტორია 406)

სამუშაო ენა: ინგლისური


მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, თქვენი სახელი და გვარი მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info.ies@tsu.ge . გთხოვ, სათაურის ველში მიუთითოთ „საჯარო ლექცია“.
<< უკან დაბრუნება
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012