ცხადდება მიღება ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე 2018/2019

02.07.2018
ევროკავშირის მხარდაჭერით დაარსებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს  მიღებას 2018–2019 სასწავლო წლისათვის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე ევროპისმცოდნეობაში, ევროპულ უნივერსიტეტებში მობილობის შესაძლებლობითა და საჯარო და კერძო სექტორებში სტაჟირების შეთავაზებით. 
  
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი დაარსდა 2007 წელს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და ეფუძნება თსუ–ის ოთხ ფაკულტეტს:
 
•    იურიდიული ფაკულტეტი; 
•    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი;
•    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი; 
•    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.   

ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმი და კურსის სილაბუსები შედგენილია უცხოელი ექსპერტების მიერ ევროპისმცოდნეობის წამყვანი ევროპული პროგრამების გათვალისწინებით. 

ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმი მოიცავს ოთხ ძირითად საგანს დამფუძნებელი ფაკულტეტებიდან:
•    ევროკავშირის სამართალი
•    ევროკავშირში ინტეგრაციის ეკონომიკა    
•    ევროპის ისტორია
•    მმართველობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი ევროკავშირში

ჩამოთვლილი საგნების გარდა კურიკულუმში შესულია შემდეგი სავალდებულო და არჩევითი კურსები: 

•    ევროპული ინტეგრაციის თეორიები
•    თანამშრომლობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის
•    აღმოსავლეთ ევროპის ევროპეიზაცია
•    ევროკავშირის განვითარება და მოსახლეობა
•    ადამიანის უფლებათა ევროპული სამართალი
•    ევროპის კულტურული მოზაიკა 
•    ევროპული პოლიტიკა
•    საერთაშორისო საინვესტიციო სამართალი
•    საერთაშორისო საჯარო სამართალი
•    საჯარო პოლიტიკის ანალიზი
•    სტატისტიკა
•    სამართლის თეორია
•    კვლევის დიზაინი


ევროპული კვლევების ინსტიტუტის ზოგიერთი  პარტნიორი უნივერსიტეტი ევროკავშირში საიდანაც ხდება  უცხოელი პროფესორების მოწვევა და წარმატებული სტუდენტების მივლინება: 
•    თრინითის კოლეჯი დუბლინი; 
•    ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი; 
•    გრაცის უნივერსიტეტი, ავსტრია; 
•    ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, ბუდაპეშტი; 
•    სლოვენიის ლუბლიანას უნივერსიტეტი; 
•    გრენობლის პიერ მენდესის საფრანგეთის უნივერსიტეტი; 
•    ათენის პანთეონის ბერძნული უნივერსიტეტი; 
•     ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი; 

სწავლის ღირებულება სემესტრულად შეადგენს  1500 ლარს. 

დიპლომს გასცემს თსუ იურიდიული ფაკულტეტი.

მსურველებს ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ   საერთო სამაგისტრო გამოცდები ( ნებისმიერი კატეგორიის A, B ან C ტიპის ტესტი ), რის საფუძველზეც მოპოვებული გრანტი საფასურის დაფარვის ნაწილში მოქმედებს. 

სამაგისტრო პროგრამაზე  სწავლება სრულად ინგლისურენოვანია. 


2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში  მაგისტრატურაში მიღების ვადები:

ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) - 27 აგვისტო - 3 სექტემბერი;
ბ) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) -  5 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 6  სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება –  7 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 10 სექტემბერი;
ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 7 სექტემბერი;
ზ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 11 სექტემბერი;
თ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება – 12  სექტემბერი;
ი) აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 13  სექტემბერი;
კ) გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) - 10 სექტემბერი;
ლ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან -14 - 17 სექტემბერი;
მ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა -  18 სექტემბერი;
ნ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 19 სექტემბერი.

მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა: 

ა)  განცხადება თსუ რექტორის სახელზე;
ბ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (თსუ-ის კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2018 წლის კურსდამთავრებულთათვის  - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე); 
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ი) საერთო სამაგისტრო გამოცდაზე მონაწილეობის დამადასტურებელი საგამოცდო ბარათის ასლი.


საკონტაქტო ინფორმაცია:

ევროპული კვლევების ინსტიტუტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ი. ჭავჭავაძის გამზ. 3, მე-2 კორპუსი, მე-4 სართული, ოფისი 406
ტელ: (+ 995) 32 2 22 78 99
მობ: (+ 995) 595 770 110
<< უკან დაბრუნება
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012