ევროკავშირის ელჩის ბატონ კარლ ჰარცელის შეხვედრა ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, ასევე საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის სტუდენტებთან

11.12.2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტს საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტთან (იურიდიული ფაკულტეტი) ერთად პატივი აქვს უმასპინძლოს საქართველოში ევროკავშირის ელჩის ბატონ კარლ ჰარცელის შეხვედრას ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვანი, ინტერდისციპლინური სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, ასევე საერთაშორისო  სამართლის ინსტიტუტის სტუდენტებთან. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ტრადიციული შეხვედრები ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელთან 2010 წლიდან სისტემატურად იმართება.  


შეხვედრის თემა: ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის წარმოშობა და განვითარება
შეხვედრის თარიღი: 18 დეკემბერი, 2018 წელი
შეხვედრის დრო: 13:30 – 14:30
შეხვედრის ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი აკადემიური კორპუსი, მეორე სართული,  210-ე აუდიტორია, მუზეუმი  (ილია ჭავჭავაძის გამზირი #1)


1992 წელს ბატონი კარლ ჰარცელი გახლდათ მკვლევარი სტოქჰოლმის აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკის ინსტიტუტში; 1996-1999 წლებში მუშაობდა შვედეთის თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობების სამინისტროებში; 2005-2013 წლებში სხვადასხვა დროს იყოს ჰავიერ სოლანას უმაღლესი წარმომადგენლობის ევროკავშირის პოლიტიკის განყოფილების წევრი, ევროკავშირში შვედეთის მუდმივი წარმომადგენლობის - ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში მინისტრის მრჩეველი, უმაღლესი წარმომადგენლის - ვიცე პრეზიდენტ ქეთრინ ეშტონის კაბინეტის წევრი. ბატონი ჰარცელი ასევე გახლდათ ვაიომინგის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; 2013-2018 წლებში მუშაობდა EEAS-ის მთავარი მდივნის უფროს მრჩევლად და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის - დონალტ ტასკის მრჩევლად საგარეო პოლიტიკის საკითხებში; ხოლო 2018 წლიდან ასრულებს საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოვალეობას.


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევებისა და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტები დაინტერესებულ პირებს/სხვა ფაკულტეტების სტუდენტებს სთავაზობენ დამატებით თხუთმეტამდე ადგილს ბატონ კარლ ჰარცელთან შეხვედრაზე დასასწრებად. მხოლოდ პირველი 15 პირი, რომელიც დაგვიკავშირდება ელ-ფოსტაზე info.ies@tsu.ge შეძლებს ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას. 

<< უკან დაბრუნება
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012