სიახლეების არქივი

გვერდი 2 22-დან
ჟან მონეს პროექტის ფარგლებში ორგანიზებული ტრენინგების სერია აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის
20/09/2022
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი იწვევს დაინტერესებულ პირებს სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობისთვის 26 სექტემბრიდან 1-ლი ოქტომბრის ჩათვლით, 11:00-16:00 საათზე (13:00-14:00 ყავით შესვენება). სამუშაო ჯგუფის შეხვედრები და ტრენინგები ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს პროექტის ფარგლებში. მონაწილეობა უფასოა. მონაწილეებზე გაიცემა  სერტიფიკატები.
 
მიღების მეორე ეტაპი ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე 2022/2023
02/09/2022
ევროკავშირის მხარდაჭერით დაარსებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აგრძელებს  მიღებას    2022–2023 სასწავლო წლისათვის    ინგლისურენოვან  ინტერდისციპლინურ  სამაგისტრო პროგრამაზე "ევროპისმცოდნეობა", ევროპულ უნივერსიტეტებში მობილობის შესაძლებლობითა და საჯარო და კერძო სექტორებში სტაჟირების შეთავაზებით. 
 
ცხადდება მიღება ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის
01/09/2022
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას (რექტორის ბრძანება N257/01-01; 1/09/2022) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ფარგლებში (ENPI/2012/306-124) შექმნილ ინტერდისციპლინურ და ინტერფაკულტეტურ ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე "ევროპისმცოდნეობა".  
 
ცხადდება მიღება ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე 2022/2023
07/08/2022
ევროკავშირის მხარდაჭერით დაარსებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს  მიღებას   2022–2023 სასწავლო წლისათვის   ინგლისურენოვან  ინტერდისციპლინურ  სამაგისტრო პროგრამაზე "ევროპისმცოდნეობა", ევროპულ უნივერსიტეტებში მობილობის შესაძლებლობითა და საჯარო და კერძო სექტორებში სტაჟირების შეთავაზებით.
 
დაწყებულია მიღება ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების უფლების მქონე პირთათვის
15/07/2022
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე დაწყებულია საბუთების მიღება საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების უფლების მქონე კანდიდატებისთვის. 
 
ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია და ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების წარმატებული აკრედიტაციის აღსანიშნავი ღონისძიება
11/07/2022
2022 წლის 11 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვანი ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთა მე-14 გამოსაშვები ცერემონია და, ასევე, ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების წარმატებული რე/აკრედიტაციისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
 
თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტში სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა
09/07/2022
2022 წლის 9 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტში ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვანი და ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამის 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა.
 
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მარეკ შჩიგელის შეხვედრა ინსტიტუტის სტუდენტებთან
06/07/2022
ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ჩამოყალიბების საკითხებზე, საქართველოსა და მთლიანად რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლზე ისაუბრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა,  ელჩმა მარეკ შჩიგელმა
 
გვერდი 2 22-დან
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012