16/აპრილი/2025
2025 წლის 9 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტმა უნასპინძლა ლოძის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორ მარიეკ იან ვასინსკის, რომელთან ერთადაც ჩატარდა ღონისძება თემაზე „აღმოსავლეთ ევროპა როგორც პოსტიმპერიული და ლიმინალური სივრცე საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგში“.
16/აპრილი/2025
20 მარტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტში ევროკავშირის ერაზმუს პლიუს ჟან მონეს მოდულის “Enlargement Georgia” ფარგლებში გაიმართა შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში. მთავარი მომხსენებელი იყო გენტის უნივერსიტეტის პროფესორი პიტერ ვან ელსუვეგე თემაზე: „ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის სიახლენი და გაწევრიანების პირობადადებულობის ასპექტები“. დისკუსანტები: ფაბიან ბოსუი, გენტის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ლაურა ლუციანი, გენტის უნივერსიტეტის პოსტ-სადოქტორო პროგრამის მკვლევარი. ღონისძიების მოდერატორი იყო ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, ჟან მონეს მოდულის მფლობელი ნინო ლაპიაშვილი.
15/აპრილი/2025
12 მარტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტში ევროკავშირის ერაზმუს პლიუს ჟან მონეს მოდულის “Enlargement Georgia” ფარგლებში გაიმართა შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში. მთავარი მომხსენებელი იყო გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი ბენედიქტ ჰარცლი თემაზე - „ავსტრიის ნეიტრალიტეტი რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე: საერთაშორისო და ევროკავშირის სამართლებრივი პერსპექტივები. გავლენა ევროკავშირის გაფართოებაზე“.
ღონისძიებას მოდერაციას უწევდა თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ნინო ლაპიაშვილი.
24/მარტი/2025
თსუ იურიდიული ფაკულტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის (IES)
ინგლისურენოვანი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის „ევროპისმცოდნეობა“ დოქტორანტ თათია დოლიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა 2024 წლის 19 ოქტომბერს, შაბათს, 14:00 საათზე თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის შუმანის აუდიტორიაში. სადისერტაციო ნაშრომის თემა: "Regionalization as the Pillar of the EU Foreign Policy: Exploring the EUʹs Policy Practices of Regionalization towards South Caucasus").