სადოქტორო პროგრამის სტრუქტურა

სადოქტორო პროგრამის კომპონენტები:

სასწავლო კომპონენტს ეთმობა - 60 კრედიტი, ხოლო კვლევით კომპონენტს - 120 კრედიტი.      

სასწავლო კომპონენტის სავალდებულო ელემენტებია:
1.    აკადემიური წერა (დოქტორი გიული შაბაშვილი) - 5 ECTS;
2.    სწავლების მეთოდები (დოქტორი ეთერ ღვინერია) -5 ECTS;
3.    კვლევის ხარისხობრივი მეთოდები და  დიზაინი ევროპისმცოდნეობაში (დოქტორი მარატ აკოპიანი)- 5 ECTS;  
4.    პროფესორის ასისტენტობა– 5 ECTS;
5.    ევროპის ეკონომიკა, გაღრმავებული კურსი (დოქტორი მერაბ აბდალაძე) - 5 ECTS;
6.    ორი სასემინარო ნაშრომის მომზადება და აუდიტორიის წინაშე დაცვა - 20 ECTS.
7.    ევროპის იდეა (დოქტორი მარატ აკოპიანი)- 5 ECTS;
8.    ევროკავშირის სამართალი, გაღრმავებული კურსი  (დოქტორი ნათია ლაპიაშვილი) - 5 ECTS.

სასწავლო კომპონენტის სხვა ელემენტები არჩევითია:

1.  ევროკავშირისა (სუპრანაციონალური) და გაეროს (უნივერსალური) - საერთაშორისო ორგანიზაციების შედარებითი ანალიზი - (დოქტორი ქეთევან ხუციშვილი) - 5 ECTS;
2.   ევროპის საარჩევნო პოლიტიკა - (დოქტორი მარატ აკოპიანი)- 5 ECTS;
3.   კვლევის რაოდენობრივი მეთოდები/გამოყენებითი სტატისტიკა - (დოქტორი ქართლოს ყაჭიაშვილი)- 5 ECTS
4. პროფესორის ასისტენტობა– 5 ECTS;

ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, საერთო საუნივერსიტეტო სქემის ფარგლებში ადგენს დოქტორანტი სამეცნიერო ხელმძღვანელთან და სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელთან შეთანხმებით.  
კვლევითი კომპონენტი მოიცავს 2 კოლოქვიუმს თითოეულისათვის 20 კრედიტის (40 კრედიტის) ოდენობით და სადისერტაციო ნაშრომის მომზადებასა და დაცვას (80 კრედიტი).

 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012