პროექტები

ევროპული კვლევების ინსტიტუტი ორიენტირებულია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დონის პროექტებში მონაწილეობაზე, რათა ერთის მხრივ უზრუნველყოს სტუდენტთა კომპეტენციის ამაღლება, ხოლო მეორეს მხრივ მოიზიდოს უფრო მეტი დამსაქმებელი და მოახდინოს კურსდამთავრებულთა ცოდნის რეალიზაცია და მათი ეფექტური კოორდინირება ევროინტეგრაციაზე მომუშავე სამთავრობო უწყებებთან თუ არასამთავრობო სექტორთან. შესაბამისად, ინსტიტუტის ექსპერტები აქტიურად არიან ჩართულები პარტნიორი აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ღონისძიებებში. მაგალითისთვის, 2010 წლიდან ევროპული კვლევების ინსტიტუტი აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის აქტიური  წევრია.

- ევროპული კვლევების ინსტიტუტის მიერ განხორციელებული პროექტები  ევროინტეგრაციის სხვადასხვა ასპექტებზეა მიმართული. კერძოდ, ერთ შემთხვევაში თუ ეს ინსტიტუტის სტრუქტურულ ჩამოყალიბებას და განვითარებას ეხებოდა, მაგალითად:

ევროკავშირის TACIS-ის 2007 წლის პროექტი “ევროპული კვლევების ცენტრის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში”, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი გახდა ამიერკავკასიის რეგიონში უნიკალური ორწლიანი, სრულად ინგლისურენოვანი, ინტერდისციპლინური, სამაგისტრო პროგრამის შექმნა რომელიც თანაბრად პოპულარულია, როგორც ქართველ ასევე უცხოელ სტუდენტებს შორის.  
 
- მეორე შემთხვევაში, მთავარი აქცენტი ინსტიტუტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების განვითარებას მოიცავდა:
 
2011-2012 აკადემიური წლის გაზაფულის სემესტრში DAAD-ის დაფინანსებით განხორციელებული პროექტი გერმანიის  ზაარლანდის უნივერსიტეტთან, რომლის ფარგლებშიც  9 სტუდენტსა და 3 პროფესორს შესაძლებლობა მიეცათ განეხორციელებინათ სამეცნიერო კვლევა და მოესმინათ გერმანიის ზაარლანდის უნივერსიტეტის ევროპის ინსტიტუტის სრული მოდული კონფლიქტის პრევენციასა და მენეჯმენტში, - კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საუკეთესო მაგალითების გასაანალიზებლად და საქართველოში არსებულ კონფლიქტებთან პარალელების გასავლებად. პროექტის დასრულების შემდგომ მონაწილეებს მიენიჭათ კრედიტები და გადაეცათ ე.წ. „ევროპაიკუმის“ სერთიფიკატები.
 
- ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომელთა მეშვეობით ინსტიტუტი საკუთარი ბენეფიციარების საქმინობის ხელშეწყობას ახორციელებს. მათ შორის აღსანიშნავია  პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტთან ინტენსიური თანამშრომლობა, კერძოდ:
 
ევროპული კვლევების ინსტიტუტი 2011 წლის 1-ელ თებერვალს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შემდგომ აქტიურად ჩაერთო კომიტეტის გაძლიერების პროცესში. ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის აქტიური ფინანსური მხარდაჭერით, ევროპული კვლევების ინსტიტუტს შესაძლებლობა მიეცა განეხორციელებინა პროექტი - „საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის გაძლიერება“. პროექტის მნიშვნელობაზე რამდენიმე ფაქტორი მეტყველებს: პირველ რიგში ის, რომ პროექტი აერთიანებს ინსტიტუტისა და კომიტეტის მაღალი კვალიფიკაციის პროფესორებსა და ექსპერტებს მდიდარი თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული გამოცდილებით, რაც პრაქტიკაში გამოსადეგი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას და საქართველოს მხრიდან ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას იძლევა; განსაკუთრებით კი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების კონტექსტში.
MAES - სამაგისტრო პროგრამა
ENPI პროექტი "ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის დაარსება თსუ–ში"
მიგრაციის მართვის სამაგისტრო პროგრამა
ტემპუსის პროექტი "ევროპისმცოდნეობის ინოვაციური სწავლება და სწავლა"
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის გაძლიერება
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012