მისია და ხედვა

ჩვენი სლოგანი „შეიმეცნე ევროპა საქართველოში“  ორი მნიშვნელობით უნდა იქნეს გაგებული. ერთის მხრივ ის გვაჩვენებს, რომ უმნიშვნელოვანესია გაგრძელდეს ევროპული ღირებულებების ქართულ საზოგადოებაში გავრცელება და რომ ამ გზაზე თსუ ევროპულ კვლევათა ინსტიტუტის ხვედრითი წილი და პასუხისმგებლობა ღირსშესანიშნავია. სწორედ,  ინსტიტუტმა უნდა უზრუნველყოს ევროპული სტანდარტების სრულად შესაბამისი უმაღლესი განათლების შეთავაზება ქვეყნის ფარგლებში, რაც წინაპირობაა ქართული საზოგადოების და ზოგადად ქვეყნის ინტელექტუალური განვითარებისათვის. მეორეს მხრივ, ეს იდეა ცალსახად სახელმწიფოებრივი ძალისხმევის ხელშეწყობაც არის, რადგან იგი საქართველოს ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას ისახავს მიზნად.

სწორედ, ამ ხედვამ განაპირობა ინსტიტუტის მისიის განსაზღვრაც, რომელიც ჩვენს გლობალურ ამბიციურ მიზანს ემსახურება - თსუ ევროპულ კვლევათა ინსტიტუტი სამხრეთ კავკასიის მასშტაბით ჩამოყალიბდეს მეცნიერების ცენტრად, როგორც დასავლური აკადემიური წრეებისა და უნივერსიტეტების საიმედო პარტნიორი და სპეციალიზირებულ სფეროებში  სამეცნიერო კვლევათა ერთ-ერთი დასაყრდენი ლიდერი. თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტი, როგორც ბოლონიის პროცესის ფარგლებში მუდმივად განვითარებადი უმაღლესი  საგანმანათლებლო ერთეული, შეუქცევად ძალისხმევას მიმართავს, რომ დაუახლოვდეს ევროკავშირის სტანდარტებს და როგორც რეგიონული მნიშვნელობის ცენტრი მუდმივად ხდებოდეს მაღალკვალიფიცირებული ექსპერტების უწყვეტი ნაკადის სავანე. თავის მხრივ,  მოვლენათა ასეთი დინამიკა საზოგადოებასთან საჯარო დიალოგის ინიცირებას  ახდენს, რაც საბოლოო ჯამში საქართველო-ევროკავშირის უერთიერთობის ეფექტურ პროცესად ტრანსფომაციის მნიშვნელოვან კონტრიბუტორად გვევლინება.       

 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012