12/აპრილი/2019
15-18 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტს ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიზაციაში ერთობლივი რეგიონული სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სალექციო კურსის წასაკითხად ეწვევა ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორი დოქტორი მარკო ბორრაჩეტტი. სალექციო კურსი განკუთვნილია, როგორც თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობისა და ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიზაციაში ერთობლივი რეგიონული სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების, ისე ყველა სხვა დაინტერესებული პირისთვის.

08/აპრილი/2019
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტთან თანამშრომლობით თსუ სტუდენტური თვითმმართველობა ახორციელებს პროექტს: „საქართველოს ევროპული გზა“.
01/აპრილი/2019
2019 წლის 1 აპრილს თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტმა უმასპინძლა პრაღის ჩარლს უნივერსიტეტის პროფესორის დოქ. ივო სლოსარციკის სემინარს თემაზე "კანონის უზენაესობა ევროკავშირში. სემინარი მოეწყო სპეციალურად თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, ასევე, ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიზაციაში ერთობლივი რეგიონალური სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის. სემინარი დასრულდა საკმაოდ ინტერაქტიული კითხვა-პასუხის სესიით.


18/მარტი/2019
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამის სტუდენტთა სადისერტაციო ნაშრომების დაცვა გაიმართება 2019 წლის 23 მარტს, 15:00 საათზე.

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი N1, თსუ-ის პირველი აკადემიური კორპუსი, აუდიტორია 06.
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012