ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ფარგლებში (#ENPI/2012/306-124), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას „ინტერდისციპლინურ, ინტერფაკულტეტურ, ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე ევროპისმცოდნეობაში“. პროგრამა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
სადოქტორო პროგრამის კურიკულუმი შედგენილია წამყვანი ევროპელი ექსპერტებისა და უნივერსიტეტების ჩართულობით.

ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამა პირველად დამტკიცდა სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ, 2014 წლის 26 თებერვლის N20/2014 დადგენილებით (იხილეთ ბმული). ვროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამის კურიკულუმის სანახავად, გთხოვთ, იხილოთ ბმული.

ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამა რეაკრედიტაციისთვის დამტკიცდა სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ, 2019 წლის 04 მარტის N25/2019 დადგენილებით. ვროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამის კურიკულუმის სანახავად, გთხოვთ, იხილოთ ბმული.

 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012