აკადემიური პერსონალი

ქართველი ექსპერტები
 
 
ქეთევან ხუციშვილი – 2002წ. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. 2006 წელს მიენიჭა მეცნიერებათა მაგისტრის აკადემიური ხარისხი ადამიანის უფლებების სფეროში (ლონდონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა სკოლა, ლონდონის უნივერსიტეტი), 2010 წელს მოიპოვა სამართლის დოქტორის ხარისხი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
დოქტორი ხუციშვილი 2003 წლიდან უძღვება საერთაშორისო სისხლის სამართლის კურსს და კითხულობს ლექციებს საერთაშორისო საჯარო სამართლის სხვადასხვა დარგში თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტში. იგი ინიციატორია საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში ისეთი უმნიშვნელოვანესი თეორიული და პრაქტიკული კურსების შემოღებისა, როგორებიცაა ლტოლვილთა საერთაშორისო სამართალი, მიგრაციის აქტუალური პრობლემები და ევროკავშირის სტანდარტები, და დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის თეორიული და პრაქტიკული უნარჩვევების დანერგვასა და განვითარებაში. დოქტორი ხუციშვილი როგორც ქართული, ისე უცხოენოვანი მრავალი ნაშრომის ავტორია, რომლებშიც განხილულია საერთაშორისო სისხლის სამართლის პრობლემები. დიდია მისი წვლილი საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ბეჭდვითი ორგანოს „საერთაშორისო სამართლის ჟურნალის“ პუბლიკაციაში.

სერგი კაპანაძე - 2004 წლიდან დღემდე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ლექტორი, ხოლო 2010 წლიდან ასოცირებული პროფესორი. კითხულობს საერთაშორისო მოლაპარაკებებთან და ევროპულ კვლევებთან დაკავშირებულ კურსებს საერთაშორისო ურთიერთობების და ევროპათცმოდნეობის მიმართულებებზე. ამასთან, 2011 წლიდან არის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროში და საჯარო სამსახურში (პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახური, ეროვნული უშიშროების საბჭო) მუშაობის გამოცდილება 2005 წლიდან. 2010 წელს მიენიჭა საერთაშორისო ურთიერთობებში დოქტორის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2003 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში და ევროპულ კვლევებში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (ბუდაპეშტი, უნგრეთი), ხოლო 2002 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენის მფლობელი (2011). მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულფულებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი (2009). ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.  ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. სერგი კაპანაძის დეტალური CV.

ნათია ლაპიაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი, კავკასიის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი. 2010 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის ხარისხი ბაზელის უნივერსიტეტში, შვეიცარია, პროფესორ ინგებორგ შვენცერის ზედამხედველობით, სფერო -შედარებითი სახელშეკრულებო სამართალი. 2011 წელს ჟენევის საერთაშორისო დავების გადაწყვეტის პროგრამის (შვეიცარია) წარმატებით დასრულების შემდეგ მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. 2007 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისმცოდნეობის ბაკალავრიატი (წარჩინებით), ხოლო 2008 წელს რიგის სამართლის სკოლის (ლატვია) მაგისტრატურა საერთაშორისო და ევროპულ სამართალში (წარჩინებით). აკადემიური მოღვაწეობის პარალელურად მუშაობს იურისტად იურიდიულ ფირმაში ,,ბი.ჯი.აი ლეგალი”. არის სხვადასხვა სამეცნიერო კვლევების ავტორი და სისტემატურად ხელმძღვანელობს სამაგისტრო და სადოქტორო თემებზე მუშაობას. ნათია ლაპიაშვილის დეტალური CV.

კონსტანტინე კორკელია -
1997 წელს წარჩინებით დაამთავრა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი. 1999 წელს თსუ-ში ს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1999-2000 წლებში სწავლობდა ლეიდენის უნივერსიტეტში (ჰოლანდია), საერთაშორისო სამართლის მაგისტრატურაში, რომელიც დაამთავრა წარჩინებით (cum laude). 2004 წელს თსუ-ში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 
1997 წლიდან ასწავლის თსუ-ში, ჯერ საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, ხოლო შემდეგ იურიდიულ ფაკულტეტზე. 2005 წელს აირჩიეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის პროფესორად.
როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში გამოქვეყნებული აქვს 40-მდე მეცნიერული სტატია და არის 18 წიგნის ავტორი და რედაქტორი. კონსტანტინე კორკელიას დეტალური CV
 
მერაბ აბდალაძე - დაიბადა 1962 წლის 27 ივნისს ქალაქ თბილისში. 1979 წელს დაამთავრა თბილისის 147-ე საშუალო სკოლა. 1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი, ეკონომიკური კიბერნეტიკის სპეციალობით. იმავე წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს სსრ საგეგმო კომიტეტთან არსებულ ეკონომიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში საგარეო-ეკონომიკური კავშირების განყოფილებაში.1989 წლის ოქტომბერში წარმატებით ჩააბარა მისაღები გამოცდები ქ. მოსკოვში ეკონომიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში, საგარეო-ეკონომიკური კავშირების განყოფილებაში და 1992 წლის ნოემბერში იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1993 წლიდან 2008 წლის სექტემბრამდე მუშაობდა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრაზე, დოცენტის თანამდებობით. 2006 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, ამერიკულ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტთან და ევროპული კვლევების ინსტიტუტთან (თსუ), სადაც კითხულობს ლექციებს თანამედროვე ეკონომიკური თეორიის სხვადასხვა ასპექტებზე. არის მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისა და გაცვლითი პროგრამების მონაწილე. არის მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი და სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელობდა სამაგისტრო და სადოქტორო თემების დამუშავებას. მერაბ აბდალაძის დეტალური  CV
 
თამაზ ზუბიაშვილი - დაიბადა 1959 წლის 2 დეკემბერს. 1988 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1986-1987 წლებში სწავლობდა სირიაში, დამასკოს უნივერსიტეტში. 1989-1991 წელს სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში. 1994 წელს დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი და მიენიჭა ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი. 1996წ. სწავლობდა აშშ-ში, ვაშინგტონის ჯორჯ ტაუნის უნივერსიტეტში “დემოგრაფიის” სპეციალობით, ხოლო 2000 წ. ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საზღვარგარეთ და საქართველოში, მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ საერთაშორისო გაცვლით პროგრამასა და საერთაშორისო კონფერენციაში. მიღებული აქვს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სერთიფიკატები  და სიგელები. არის მსოფლიო მოსახლეობის ბიუროს წევრი. 1998-2000წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში კონსულტანტად. 1991-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის კვლევის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 2006 წლიდან დღემდე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
2001 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაჯილდოვებულ იქნა ღირსების მედლით. თამაზ ზუბიაშვილის დეტალური CV.
 
ია ნაცვლიშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. 1999 წელს გახდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი. 2009 წლიდან არის აშშ–ს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის მკვლევარი სტიპენდიანტი. 2004–2005 წლებში იყო აშშ–ს ლინკოლნის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მკვლევარი–სტიპენდიანტი. 1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით; 2009 წლის სექტემბრიდან დღემდე არის თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპამცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის პროფესორი. 2007 წლის იანვრიდან დღემდე - თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი. 2006 წ. სექტემბრიდან  დღემდე არის თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. ია ნაცვლიშვილის დეტალური CV.
 
ვასილ კაჭარავა

ვასილ კაჭარავას დეტალური CV
 
ეკა აკობია
 
ეკა აკობიას დეტალური CV   
    
 
 
 
უცხოელი ექპერტები
 

ესტერ ადემარი
ლეილა უჟიკანინი

პიტერ სტობანცი

ჰან ლოთარ მარტინი
მიულერ ტომასი
კატრინ შნეიდერი
ენტონი პიტერ  ლიტლი

კატრინ ნიუმან მეტკალფი

ალექსანდერ კატრანის
ფრედერიკე რაისნედერ ბუნდშუჰი
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012