ლიეტუვის ვილნიუსის უნივერსიტეტი

ვილნიუსის უნივერსიტეტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ევროპული კვლევების ინსტიტუტს შორის 2022 წელს გაფორმებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან უნიკალური შესაძლებლობა აქვთ პარალელურ რეჟიმში ისწავლონ ლიეტუვის ვილნიუსის უნივერსიტეტის ევროკავშირის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე და მოიპოვონ ორმაგი ხარისხი - ევროპისმცოდნეობის მაგისტრის აკადემიური ხარისხი თსუ-დან, ხოლო ევროკავშირის სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი ვილნიუსის უნივერსიტეტიდან

ვილნიუსის უნივერსიტეტთან ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს სამართლის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე სტუდენტს, რომელიც იმავდროულად ჩარიცხულია თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე. 

სტუდენტების მიერ ვილნიუსის უნივერსიტეტში გასაგზავნად შესაბამისი წლის 1 ივნისამდე (თუ ვილნიუსის უნივერსიტეტის მიერ კონკრეტულ სასწავლო წელს განსხვავებული თარიღი არ არის დადგენილი) წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ვილნიუსის უნივერსიტეტის სააპლიკაციო ფორმა;
  • ბაკალავრის დიპლომისა და დიპლომის დანართის ოფიციალურად დამოწმებული ასლები;
  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (საერთაშორისო სერტიფიკატი, წინა საგანმანათლებლო საფეხურის ინგლისურ ენაზე სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, ინგლისურ ენაზე შესრულებული სტატიები და ა.შ.); საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ონლაინ გასაუბრების ორგანიზება;
  • პასპორტის ასლი ნათარგმნი ინგლისურ ენაზე;
  • თსუ-ის მიერ გაცემული ცნობა თსუ-ის ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების შესახებ;
  • 2 ცალი პასპორტის ზომის ფოტო-სურათი (3x4).

ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისას ვილნიუსის უნივერსიტეტსა და თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტს შორის შეთანხმებული ინტეგრირებული სასწავლო გეგმის შესაბამისად სტუდენტები პირველ და მეორე სემესტრს სწავლობენ თსუ-ში, მესამე და მეოთხე სემესტრს ატარებენ ვილნიუსის უნივერსიტეტში, ხოლო სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობა ორივე უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის ქვეშ ხდება მეხუთე (დამატებით) სემესტრში, რომელიც სრულდება საჯარო დაცვით ვილნიუსის უნივერსიტეტის და თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის აკადემიური პერსონალით დაკომპლექტებული სპეციალური კომისიის წინაშე.  

ვილნიუსის უნივერსიტეტში სწავლის საფასური სპეციალურად ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთათვის განსაზღვრულია 800 ევროს ოდენობით ვილნიუსის უნივერსიტეტში მობილობის თითოეული სემესტრისთვის (ინტეგრირებული სასწავლო გეგმის მესამე და მეოთხე სემესტრები) და 200 ევრო - სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვისთვის, ჯამში - 1800 ევრო, რომელიც თსუ-ის გადასახადისგან დამოუკიდებელია. 




ინტეგრირებული სასწავლო გეგმა

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის

 

 

1 სემესტრი (30 ECTS)

განხორციელების ადგილი – თსუ

სავალდებულო კურსები:

·       ევროპის ისტორია   (5 ECTS)

·       ევროკავშირის სამართალი  (5 ECTS)

·       ევროკავშირის ინტეგრაციის ეკონომიკა (5 ECTS)

·       ევროკავშირის მართვა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი (5 ECTS)

არჩევითი კურსები (არჩეულ უნდა იქნეს 2):

·       აკადემიური წერა (5 ECTS)

·       კვლევის დიზაინი (5 ECTS)

·       მოლაპარაკებების ხელოვნება (5 ECTS)

·       სამართლის თეორია (5 ECTS)

 

 

2 სემესტრი (30 ECTS)

განხორციელების ადგილი – თსუ

სავალდებულო კურსები:

·       მოსახლეობა და ევროპული განვითარება (5 ECTS)

·       ევროინტეგრაციის თეორიები (5 ECTS)

·       ევროკავშირის სამართალი და ინვესტიციები (5 ECTS)

·       საერთაშორისო სამართალი (5 ECTS)

არჩევითი კურსები (არჩეულ უნდა იქნეს 2):

·       საერთაშორისო საინვესტიციო სამართალი და ადამიანის უფლებები (5 ECTS)

·       ევროპის კულტურული მოზაიკა (5 ECTS)

·       სოციალური, ეკონომიკურ და კულტურული უფლებები - უნივერსალური, რეგიონული (ევროპის საბჭო, ევროკავშირი) და კონსტიტუციური დაცვა (5 ECTS)

·       ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი და უმცირესობები (5 ECTS)

 

3 სემესტრი (30 ECTS)

განხორციელების ადგილი – ვილნიუსის უნივერსიტეტი

კრედიტები აღიარდება თსუ-ის მიერ

სავალდებულო კურსები:

·       გლობალური სამართალი და სამართლებრივი ეთიკა (10 ECTS)

·       ადამიანის უფლებები გლობალურ პერსპექტივაში (5 ECTS)

·       საერთაშორისო საჯარო სამართლის გაღრმავება (5 ECTS)

არჩევითი კურსები (არჩეულ უნდა იქნეს 2):

·       ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამართალი  (5 ECTS)

·       ფინანსური ტექნოლოგიების სამართალი (5 ECTS)

·       კიბერუსაფრთხოების სამართალი და კიბერდანაშაული (5 ECTS)

·       კონკურენციის სამართალი ციფრულ ეკონომიკაში  (5 ECTS)

·       ჯანდაცვისა და ბიოტექნოლოგიების სამართალი  (5 ECTS)

·       მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართალი (5 ECTS)

 

4 სემესტრი (30 ECTS)

განხორციელების ადგილი – ვილნიუსის უნივერსიტეტი

კრედიტები აღიარდება თსუ-ის მიერ

სავალდებულო კურსები:

·       საერთაშორისო დავების გადაწყვეტა (10 ECTS)

·       მდგრადი განვითარება და გარემოსდაცვითი სამართალი (5 ECTS)

·       ადამიანის უფლებათა დაცვა პრაქტიკაში (5 ECTS)

არჩევითი კურსები (არჩეულ უნდა იქნეს 2):

·         შრომის სამართალი გლობალურ და ციფრულ ეკონომიკაში   (5 ECTS)

·        გლობალური საგადასახადო სამართალი (5 ECTS)

·        საავტორო უფლებათა დაცვის სამართალი და ტექნოლოგიები  (5 ECTS)

·        სოციალური ქსელები და მედია სამართალი  (5 ECTS)

·        სამართლებრივი ინოვაციები და მეწარმეობა (5 ECTS)

 

 

5 სემესტრი (30 ECTS)

 

განხორციელების ადგილი – ვილნიუსის უნივერსიტეტი და თსუ

ორმხრივი თანამშრომლობით

სავალდებულო კურსები:

·        სამაგისტრო ნაშრომი (მოიცავს სამაგისტრო სემინარს) (30 ECTS)



 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012