21/დეკემბერი/2025
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტს 2025 წლის 15 დეკემბრიდან 21 დეკემბრამდე პერიოდში სტრასბურგიდან ეწვია პროფესორი დანიელა ურსე, ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების აკადემიური თანა-ხელმძღვანელი.

25/სექტემბერი/2025
ინფორმაცია ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის ორჩუნ ჩალიშქანის მიერ  სადისერტაციო ნაშრომის დაცვის შესახებ
25/ივნისი/2025
2025 წლის 17 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტში ევროკავშირის ერაზმუს პლიუს ჟან მონეს მოდულის “Enlargement Georgia” ფარგლებში გაიმართა შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში. გვქონდა პატივი, გვემასპინძლა ბელგიის ელჩისთვის აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქმენეთში, მისი აღმატებულება ჟულიან დე ფრაპონისთვის. მოხსენება გაიმართა თემაზე: “Navigating Uncertainty: Europe’s Enlargement with the Caucasus Amid Global Geopolitical Shifts”. ელჩმა ჟულიან დე ფრაპონმა ყურადღება გაამახვილა ევროპის როლზე ახალ გლობალურ გამოწვევებში.



16/აპრილი/2025
2025 წლის 9 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტმა უმასპინძლა ლოძის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორ მარეკ იან ვასინსკის, რომელთან ერთადაც ჩატარდა  ღონისძიება თემაზე „აღმოსავლეთ ევროპა, როგორც პოსტიმპერიული და ლიმინალური სივრცე საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგში“.
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012