სწავლის საფასური

 
იმის მიუხედავად,  რომ ინსტიტუტში სწავლება სრულად ინგლისურენოვანია და უცხოელი ექსპერტების ჩართვა დამატებით ძალისხმევასთან არის დაკავშირებული,  ადმინისტრაციამ მაინც მიიღო გადაწყვეტილება სწავლის საფასურის მინიმუმზე შენარჩუნების თვალსაზრისით. 

სწავლის სემესტრული გადასახადი საქართველოს მოქალაქეებისთვის შეადგენს 1500 ლარს. სრული კურსის საფასური 4 სემესტრის განმავლობაში არის 6000 ლარი, რაც 24 თვეზე გადაანგარიშებით 250 ლარი გამოდის. აღნიშნული კი ინგლისურენოვანი მაგისტრატურისთვის საკმაოდ დაბალი ტარიფია ბაზარზე არსებულ ტარიფებთან შედარებით.

სწავლის სემესტრული გადასახადი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეადგენს 2100 ლარს.
 
გადახდა შესაძლებელია სემესტრის განმავალობაში სამ ნაწილად (მეორე სემესტრიდან)  თსუ–ის მიერ განსაზღვრული ვადების შესაბამისად.
 
ინსტიტუტში მოქმედებს საერთო სამაგისტრო გამოცდის მიმართ დადგენილი სახელმწიფო საგრანტო სისტემა. სტუდენტის მიერ სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში, სწავლის საფასურისაგან გათავისუფლება ხდება იმ მოცულობით, რასაც ეს გრანტი დაფარავს.
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012