ცხადდება მიღება ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე 2019/2020

01.07.2019
ევროკავშირის მხარდაჭერით დაარსებული  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს  მიღებას 2019–2020 სასწავლო წლისათვის ინგლისურენოვან  ინტერდისციპლინურ  სამაგისტრო პროგრამაზე ევროპისმცოდნეობაში , ევროპულ უნივერსიტეტებში მობილობის შესაძლებლობითა და საჯარო და კერძო სექტორებში სტაჟირების შეთავაზებით. 
  
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი დაარსდა 2007 წელს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და ეფუძნება თსუ–ის ოთხ ფაკულტეტს:
 
•    იურიდიული ფაკულტეტი; 
•    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი;
•    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი; 
•    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.    

ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმი და კურსის სილაბუსები შედგენილია უცხოელი ექსპერტების მიერ ევროპისმცოდნეობის წამყვანი ევროპული პროგრამების გათვალისწინებით. 

ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმი მოიცავს ოთხ ძირითად საგანს დამფუძნებელი ფაკულტეტებიდან:
•    ევროკავშირის სამართალი
•    ევროკავშირში ინტეგრაციის ეკონომიკა    
•    ევროპის ისტორია
•    მმართველობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი ევროკავშირში

ჩამოთვლილი საგნების გარდა კურიკულუმში შესულია შემდეგი სავალდებულო და არჩევითი კურსები: 

•    ევროპული ინტეგრაციის თეორიები
•    თანამშრომლობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის
•    აღმოსავლეთ ევროპის ევროპეიზაცია
•    ევროკავშირის განვითარება და მოსახლეობა
•    ადამიანის უფლებათა ევროპული სამართალი 
•    ევროპის კულტურული მოზაიკა 
•    ევროპული პოლიტიკა
•    საერთაშორისო საინვესტიციო სამართალი
•    საერთაშორისო საჯარო სამართალი
•    საჯარო პოლიტიკის ანალიზი
•    სტატისტიკა
•    სამართლის თეორია
•    კვლევის დიზაინი


ევროპული კვლევების ინსტიტუტის ზოგიერთი   პარტნიორი უნივერსიტეტი ევროკავშირში საიდანაც ხდება   უცხოელი პროფესორების მოწვევა და წარმატებული სტუდენტების მივლინება: 
•    თრინითის კოლეჯი დუბლინი; 
•    ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი; 
•    გრაცის უნივერსიტეტი, ავსტრია; 
•    ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, ბუდაპეშტი; 
•    სლოვენიის ლუბლიანას უნივერსიტეტი; 
•    გრენობლის პიერ მენდესის საფრანგეთის უნივერსიტეტი; 
•    ათენის პანთეონის ბერძნული უნივერსიტეტი; 
•     ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი; 

სწავლის ღირებულება სემესტრულად შეადგენს   1500 ლარს. 

დიპლომს გასცემს თსუ იურიდიული ფაკულტეტი.

მსურველებს ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ    საერთო სამაგისტრო გამოცდები ( ნებისმიერი კატეგორიის A, B ან C ტიპის ტესტი ), რის საფუძველზეც მოპოვებული გრანტი საფასურის დაფარვის ნაწილში მოქმედებს. 

სამაგისტრო პროგრამაზე   სწავლება სრულად ინგლისურენოვანია. 


2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში   მაგისტრატურაში მიღების ვადები:
(რექტორის ბრძანება: https://www.tsu.ge/ge/juridical/orders/UKWJN5G3VwO4l19ea/?p=1)

ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) - 26 აგვისტო - 2 სექტემბერი;
ბ) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) -  4 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 5  სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება –  6 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 9 სექტემბერი;
ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 6 სექტემბერი;
ზ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 10 სექტემბერი;
თ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება – 11  სექტემბერი;
ი) აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 12  სექტემბერი;
კ) გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) - 10 სექტემბერი;
ლ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან -13 - 17 სექტემბერი;
მ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა -  18 სექტემბერი;
ნ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 20 სექტემბერი.

მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა: 

ა)  განცხადება თსუ რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
ბ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (თსუ-ის კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2018 წლის კურსდამთავრებულთათვის  - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე); 
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ი) საერთო სამაგისტრო გამოცდაზე მონაწილეობის დამადასტურებელი საგამოცდო ბარათის ასლი.


საკონტაქტო ინფორმაცია:

ევროპული კვლევების ინსტიტუტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ი. ჭავჭავაძის გამზ. 3, მე-2 კორპუსი, მე-4 სართული, ოფისი 406
ტელ: (+995) 599108792
<< უკან დაბრუნება
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012