ცხადდება მიღება ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაზე 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში
ა) საბუთების მიღება - 21 - 23 ოქტომბერი (19:00-21:30 საათი);
ბ) გამოცდა ინგლისურ ენაში (C1 დონე)
– 25 ოქტომბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება
- 28 ოქტომბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება
- 29 ოქტომბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება
- 30 ოქტომბერი;
ვ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება
- 31 ოქტომბერი;
ზ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის
კანდიდატებთან - 01 - 04 ნოემბერი;
თ) საგანმანათლებლო ერთეულის მიერ
სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა
- 05 ნოემბერი;
ი) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის
მომზადება - 06 ნოემბერი.
ა) განცხადება თსუ-ის რექტორის სახელზე;
ბ) კვლევითი პროექტი ინგლისურ ენაზე
(2500-3000 სიტყვა), რომელიც მოიცავს:
ბ.ა) დისერტაციის სათაურს;
ბ.ბ) კვლევის მიზნებს;
ბ.გ) კვლევით კითხვას/კითხვებს;
ბ.დ) ჰიპოთეზას;
ბ.ე) კვლევის მეთოდოლოგიას;
ბ.ვ) გამოსაყენებელი ლიტერატურის
მიმოხილვას.
გ) ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა;
დ)სამოტივაციო წერილი ქართულ და ინგლისურ
ენებზე;
ე) განმცხადებლის ავტობიოგრაფია
(CV) ქართულ და ინგლისურ
ენებზე;
ვ)პირადობის დამადასტურებელი მოწმობის
ასლი, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში პასპორტის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი
ქართულ ენაზე;
ზ) ფოტოსურათი (3x4) - ბეჭდური 2
ცალი და ელექტრონული ვერსია CD დისკზე;
თ)მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული
აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლები
(თსუ-ის კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა
შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
ი) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების
დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის
მიერ გაცემული);
კ) ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნის
დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ლ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების
აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის
შემთხვევაში);
მ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო
მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში).