თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტმა ღია კარის დღეს უმასპინძლა

10.08.2020
დღეს, 10 აგვისტოს, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტმა ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე (MA in European Studies) გამოცხადებულ მიღებასთან დაკავშირებით ღია კარის დღეს უმასპინძლა, რომელიც გაიმართა თსუ-ის პირველი აკადემიური კორპუსის 216-ე აუდიტორიაში.

ღია კარის დღეზე მობრძანებულ ყველა დაინტერესებულ პირს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამისა (MA in European Studies) და პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობების შესახებ. 

ჩაბარების მსურველებს, ასევე, გავაცანით, წლევანდელი მიღების ფარგლებში, კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის (KAD Stiftung) მიერ დაწესებული სტიპენდიების გაცემის პირობები. 

მათთვის, ვინც ღია კარის დღეზე მოსვლა ვერ მოახერხა, დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: http://www.ies.tsu.edu.ge/ge/news/1214/  ან დაგვიკავშირდით: helpdesk.ies@tsu.ge, (+995)595770110. 

<< უკან დაბრუნება
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012