კონრად ადენაუერის ფონდმა ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის (Masters in European Studies) ათი სტიპენდიანტი გამოავლინა

24.09.2020
მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ კონრად ადენაუერის ფონდმა 10 სტიპენდიანტი გამოავლინა, რომლის ფარგლებშიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპისმცოდნოების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის (Masters in European Studies) ხუთ ქართველ და ხუთ უცხოელ სტუდენტს აღმოსავლეთის პარტნიორობის რეგიონიდან ორი სემესტრის განმავლობაში სრულად დაუფინანსდება როგორც სწავლის სემესტრული საფასური, ასევე, გადაეცემათ საცხოვრებელი ხარჯები.

მომდევნო, მე-3 და მე-4 სემესტრებში სტიპენდიების გაგრძელება დამოკიდებული იქნება სტუდენტთა მოსწრებაზე.

ინგლისურენოვან ინტერდისციპლინურ ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე 2020 წელს ჩარიცხული სტუდენტებიდან კონრად ადენაუერის ფონდმა სტიპენდიანტები კონკურსის საფუძველზე შეარჩია. შესარჩევ კომისიაში მონაწილეობდნენ ფონდის წარმოადგენლები ირინა ლაშხი და ჯონათან ნოვაკი.

გამარჯვებული სტუდენტები არიან:

1. ილია ნოზაძე (საქართველო)
2. მეგი ჯალაღონია (საქართველო)
3. ეკატერინე ზარიძე (საქართველო)
4. ქრისტინე მაჭარაძე (საქართველო)
5. დავით ხიმშიაშვილი (საქართველო)
6. ელიზავეტა კოჩეკოვა (უკრაინა)
7. გრიგორე გუზუნ (მოლდოვა)
8. ელდარ ჰამზალი (აზერბაიჯანი)
9. რიტა კეშინიან (სომხეთი)
10. ლილით ხაჩატრიან (სომხეთი)

ვულოცავთ ფინალისტებს და წარმატებულ აკადემიურ წელს ვუსურვებ!

აღსანიშნავია, რომ თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით 2007 წელს დაარსდა და ახორციელებს ინგლისურენოვან ინტერდისციპლინურ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ევროპისმცოდნეობაში, ასევე, რეგიონალურ ინტერდისციპლინურ პროგრამას ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიზაციაში. წელს ინსტიტუტი გახდა ევროკავშირის ჟან მონეს პროექტის გამარჯვებული.
<< უკან დაბრუნება
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012