ინფორმაცია საერთაშორისო ვიზიტორი სტუდენტებისთვის

09.03.2021
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ისრაელის სახელმწიფოს, თურქეთის რესპუბლიკის, შვეიცარიის კონფედერაციის, ნორვეგიის სამეფოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, საუდის არაბეთის სამეფოს, კატარის სახელმწიფოს, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს, ბელარუსიის რესპუბლიკის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის, სომხეთის რესპუბლიკის, ყირგიზეთის რესპუბლიკის, უზბეკეთის რესპუბლიკის, ტაჯიკეთის რესპუბლიკისა და თუქმენეთის მოქალაქეებს საქართველოში საჰაერო გზით შემოსვლა შეუძლიათ გამარტივებული წესით, რაც გულისხმობს, რომ:

ა) მოქალაქემ გამომგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე უნდა შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა: https://registration.gov.ge/pub/form/8_protocol_for_arrivals_in_georgia/tk6157/ 

ბ) სასაზღვრო პუნქტზე წარადგინოს უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი (მატერიალური სახით, ინგლისურ ან ქართულ ენაზე)

გ) საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს უზრუნველყოს საკუთარი ხარჯით PCR კვლევის განმეორებით ჩატარება; გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აქვს უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მოგზაურობის ისტორია და ექვემდებარება 12 დღით საკარანტინე სივრცეში გადასვლას.





* * *

სხვა დანარჩენი ქვეყნების მოქალაქე სტუდენტებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ შემდეგი პირობების გათვალისწინებით:


- სტუდენტმა სამთავრობო ვებ-გვერდზე უნდა შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა: https://registration.gov.ge/pub/form/22__/abrckq/ (შევსების შემდეგ აუცილებლად ატყობინებს თსუ-ის).

- სტუდენტის მიერ შევსებულ ინფორმაციას ამოწმებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და გასცემს თანხმობას/უარს სტუდენტის შემოყვანაზე (მხოლოდ თანხმობის მიღების შემთხვევაში შეუძლია სტუდენტს დაგეგმოს მგზავრობა).

- სტუდენტს საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისას აუცილებელია ჰქონდეს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა (რომელიც უნდა ითვალისწინებდეს კორონავირუსის შემთხვევასაც). ინფორმაცია ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაზე, რომელიც უცხოელ სტუდენტებს ასეთ მომსახურებს თვეში 45 ლარად სთავაზობს: https://www.alpha.ge/en/wannainsurance/students, თუმცა სტუდენტს შეუძლია თავად მოიძიოს სასურველი სადაზღვევო კომპანია. 

- საკარანტინე სივრცეში გადაყვანის მიზნით ტრანსპორტის უზრუნველსაყოფად სტუდენტმა თსუ-ის წინასწარ უნდა შეატყობინოს ქვეყანაში ჩამოსვლის ზუსტი თარიღი და დრო.

- სტუდენტმა სასაზღვრო პუნქტზე უნდა წარადგინოს უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი (მატერიალური სახით, ინგლისურ ან ქართულ ენაზე).

- სტუდენტი ექვემდებარება საკარანტინე სივრცეში გადაყვანას 8 დღით (თსუ-ის სტუდენტებისთვის საკარანტინე სივრცეში განთავსება (ტრანსპორტი და სასტუმრო) ღირს 68 ლარი).

- 8 დღიანი საკარანტინე ვადის გასვლის შემდეგ სტუდენტმა საკუთარი ხარჯებით უნდა ჩაიტაროს PCR კვლევა. 

- სტუდენტის მგზავრობასთან, ტრანსპორტირებასთან, საკარანტინე სივრცეში განთავსებასა და ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს თავად სტუდენტი. 



აღნიშნული შეზღუდვები არ ვრცელდება ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეზე, ნებისმიერი ქვეყნიდან გამომგზავრებისას, რომელიც წარადგენს ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს.



საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის სამთავრობო ვებ-გვერდი: https://stopcov.ge/ka 

<< უკან დაბრუნება
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012