თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპული კვლევების ინსტიტუტისა და ვილნიუსის უნივერსიტეტის ორმაგი ხარისხის სამაგისტრო (Master’s in European Studies/LLM in EU Law) პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება

07.05.2022
2022 წლის 9 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვილნიუსის უნივერსიტეტთან (ლიეტუვის რესპუბლიკა) თანამშრომლობით ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის შესახებ პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიება 12:30 საათზე დაიწყება და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი აკადემიური კორპუსის მუზეუმში ჩატარდება, რომელიც, სიმბოლურად, ევროპის დღეს მიეძღვნება. 

საზეიმო ღონისძიებას გახსნიან თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე და ლიეტუვას ელჩი საქართველოში მისი აღმატებულება ანდრიუს კალინდრა, ღონისძიებას გაუძღვება თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ნინო ლაპიაშვილი, ხოლო პრეზენტაციას ჩაატარებენ ვილნიუსის უნივერსიტეტის დეკანი თომას დავულისი, დეკანის მოადგილე ჰაროლდას სინკუნასი და ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის განხორციელებაში ჩართული აკადემიური პერსონალი. პრეზენტაციას დაესწრებიან თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია და თსუ ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ირმა გრძელიძე.

ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის მოლაპარაკების წარმოება თსუ ევროპული კვლევების დირექტორმა ნინო ლაპიაშვილმა 2019 წელს დაიწყო, ხოლო ორმხრივ  სასწავლო ხელშეკრულებას ხელი 2022 წლის დასაწყისში მოეწერა. 

პრეზენტაცია გაიმართება ევროკავშირის ერასმუს+ ჟან მონეს პროექტის მეხუთე და მეექვსე სამუშაო შეხვედრის ფარგლებში. 




Agenda 
Opening Day, May 9
 
Venue: Museum of Tbilisi State University, 1 Tchavtchavadze Avenue, 0179, Building I of TSU, Floor 2
 
12:30-13:00 Registration

13:00- 13:40 Session I | Opening and Welcoming Speeches
 
George Sharvashidze, Rector of Tbilisi State University, Associated Professor 
Andrius Kalindra, Ambassador of Lithuania
Tomas Davulis, Dean of the Faculty of Law of Vilnius University, Professor
Tamar Zarandia, Dean of the TSU Faculty of Law 
Irma Grdzelidze - Head of TSU Quality Assurance Service
Natia Lapiashvili – Head of the programme, Associated Professor, TSU IES Academic Staff
Vasil Katcharava  – Head of the programme, Associated Professor, TSU IES Academic Staff
Tamaz Zubiashvili  – Head of the programme, Associated Professor, TSU IES Academic Staff
Daniela Urse- – Head of the programme, Associated Professor, TSU IES Academic Staff
Nino Lapiashvili - Director of the Institute for European Studies at TSU. Moderator of the  event.
 
13:40 – 14:00 Session II | Presentation of the Double Degree Master’s Programme with Vilnius University. 
Haroldas Sinkunas- Deputy Dean of the Faculty of Law of Vilnius University, Professor
Nino Lapiashvili - Director of the Institute for European Studies at TSU


14:00- 14:10 Wrap-up of the Double Degree Programme presentation
Men’s Vocal Ensemble “University”

14:10 – 15:00 
Reception


<< უკან დაბრუნება
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012