ჟან მონეს პროექტის ფარგლებში ორგანიზებული ტრენინგების სერია აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის

20.09.2022
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი იწვევს დაინტერესებულ პირებს სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობისთვის  26 სექტემბრიდან 1-ლი ოქტომბრის ჩათვლით, 11:00-16:00 საათზე (13:00-14:00 ყავით შესვენება). სამუშაო ჯგუფის შეხვედრები და ტრენინგები ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს პროექტის ფარგლებში. მონაწილეობა უფასოა. მონაწილეებზე გაიცემა  სერტიფიკატები.

სამუშაო შეხვედრები და ტრენინგები ჩატარდება ანტიპლაგიარიზმის პლათფორმა Turnitin მუშაობის სპეციფიკაზე, ელექტრონული სწავლების პორტალ Moodle-ში მუშაობის ტექნიკაზე, მსოფლიოში ცნობილ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში (Scopus, Elsevier) მუშაობის ასპექტებზე, საერთაშორისო ჟურნალებში სტატიების გამოქვეყნების  საკითხებსა და თსუ-ის სამეცნიერო ბაზებთან მუშაობის თემატიკაზე. 

26-27 სექტემბრის ტრენინგები ჩატარდება თსუ-ის პირველი აკადემიური კორპუსის 02 აუდიტორიაში, მის.: ილია ჭავჭავაძის გამზ. N1. ხოლო, 28 სექტემბერი-1 ოქტომბრის ტრენინგები ჩატარდება თსუ-ის ცენტრალური ბიბლიოთეკის (მაღლივი შენობის მიმდებარედ) ანთიმოზ ივერიელის სახელობის აუდიტორიაში, მის.: უნივერსიტეტის ქუჩა N11. 

ტრენინგებში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია

კითხვებისა და დეტალური დღის წესრიგისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: helpdesk.ies@tsu.ge

<< უკან დაბრუნება
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012