საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის გაძლიერების პროექტი

თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტი საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან თანამშრომლობითა და ფრიდრიხ ებერტის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის (FES) ფინანსური მხარდაჭერით 2011 წლის სექტემბრის თვიდან ახორციელებს პროექტს "საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის გაძლიერება". პროექტის განხორციელების მიზნით შეირჩა ორი თემა: 1) სურსათის უვნებლობა და 2) კონკურენციის პოლიტიკა. პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი იყო გამოგვეცა ბუკლეტი სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით, რომელიც განკუთვნილია ბიზნეს ოპერატორებისა და საკითხით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, გაეცნოთ ბუკლეტს.

პროექტის შედეგები შეჯამებულია ბიულეტენში.
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012