სტაჟირება
თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტი ორიენტირებულია სტუდენტებისათვის დასაქმების შესაძლებლობების შექმნაზე. სწორედ ამიტომ, ხორციელდება სტუდენტთა მივლინება სხვადასხვა უწყებებში მათი ინტერესების გათვალისწინებით. ეს პროცესი მათი პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავებას უფრო მეტად ეხმარება.
სტაჟირების გავლის მსურველი თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის სტუდენტები უნდა დაუკავშირდნენ ინსტიტუტის ადმინისტრაციას ყოველი გაზაფხულის ან შემოდგომის სემესტრის დასაწყისში. მათ დეტალურად უნდა შეათანხმონ ინტერესის სფეროები და განრიგი.