აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივის როლი და მნიშვნელობა აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების ტრანსფორმაციის პროცესში


საერთაშორისო თანამშრომლობა პოლონეთის საგარეო  საქმეთა სამინისტროს გრანტის ფარგლებში

გაცნობებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ახორციელებს საერთაშორისო პროექტს  „აღმოსავლეთის პარტნიორობის როლი და მნიშვნელობა აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების ტრანსფორმაციის პროცესში“.

პროექტის მიზანია, აღმოსავლეთ პარტნიორობის როლის შესახებ კვლევა იმ ქვეყნების ტრანფორმაციის პროცესში, რომლებსაც აღნიშნული ინიციატივა ფარავს; კერძოდ, სისტემური ცვლილებების სფეროში ინდივიდუალური მექანიზმების ზემოქმედების ანალიზის ჩატარება სომხეთში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. 

პროგრამა ხორციელდება უნივერსიტეტების საერთაშორისო კონსორციუმის მიერ, რომელიც აერთიანებს კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტს, ივან ფრანკოს სახელობის ლვოვის უნივერსიტეტს, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მოლდოვის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ლვოვის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის (ISPC) ცენტრს. 

პროექტის ხელმძღვანელია კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის პროფესორი პიოტრ ბაიორი. ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენენ თსუ იურიდიული ფაკულტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ნინო ლაპიაშვილი და თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი - ვახტანგ ჭარაია.

პროექტის იმპლემენტაცია ხორციელდება საჯარო მისიის ფარგლებში და აფინანსებს პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო საგრანტო კონკურსით - „საჯარო დიპლომატია 2021“. 



პროექტის კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება 2021 წლის 25 ნოემბერს, 12:00 საათზე. 

მისამართი:  ილია ჭავჭავაძის გამზ. N1,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I აკადემიური კორპუსი, 107-ე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის) დარბაზი.

ღონისძიების მონაწილეებმა აუცილებელია შეავსონ კითხვარი

პრეზენტაციის დღის წესრიგი და ქავერი.

 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012