29/ოქტომბერი/2022
2022 წლის 28 და 29 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით და ევროკავშირის ერასმუს+ ჟან მონეს პროექტის “ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში” (EUStBA) ფარგლებში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენცია პროექტის დასკვნით ღონისძიებას წარმოადგენდა, რომელიც მიზნად ისახავდა საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად პროექტის შედეგების შეჯამებას. 
15/ოქტომბერი/2022
2022 წლის 14-15 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ევროპული კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით ევროკავშირის ერასმუს+ ჟან მონეს პროექტის „ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური საბაკალავრო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“/EUStBA ფარგლებში მესამე საერთაშორისო კონფერენცია დისტანციურ ფორმატში გაიმართა. 
20/სექტემბერი/2022
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი იწვევს დაინტერესებულ პირებს სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობისთვის 26 სექტემბრიდან 1-ლი ოქტომბრის ჩათვლით, 11:00-16:00 საათზე (13:00-14:00 ყავით შესვენება). სამუშაო ჯგუფის შეხვედრები და ტრენინგები ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს პროექტის ფარგლებში. მონაწილეობა უფასოა. მონაწილეებზე გაიცემა  სერტიფიკატები.
02/სექტემბერი/2022
ევროკავშირის მხარდაჭერით დაარსებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აგრძელებს  მიღებას    2022–2023 სასწავლო წლისათვის    ინგლისურენოვან  ინტერდისციპლინურ  სამაგისტრო პროგრამაზე "ევროპისმცოდნეობა", ევროპულ უნივერსიტეტებში მობილობის შესაძლებლობითა და საჯარო და კერძო სექტორებში სტაჟირების შეთავაზებით. 
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012