ლიეტუვის ვილნიუსის უნივერსიტეტი
ვილნიუსის უნივერსიტეტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ევროპული კვლევების ინსტიტუტს შორის 2022 წელს გაფორმებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან უნიკალური შესაძლებლობა აქვთ პარალელურ რეჟიმში ისწავლონ ლიეტუვის ვილნიუსის უნივერსიტეტის ევროკავშირის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე და მოიპოვონ ორმაგი ხარისხი - ევროპისმცოდნეობის მაგისტრის აკადემიური ხარისხი თსუ-დან, ხოლო ევროკავშირის სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი ვილნიუსის უნივერსიტეტიდან.- ვილნიუსის უნივერსიტეტის სააპლიკაციო ფორმა;
- ბაკალავრის დიპლომისა და დიპლომის დანართის ოფიციალურად დამოწმებული ასლები;
- ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (საერთაშორისო სერტიფიკატი, წინა საგანმანათლებლო საფეხურის ინგლისურ ენაზე სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, ინგლისურ ენაზე შესრულებული სტატიები და ა.შ.); საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ონლაინ გასაუბრების ორგანიზება;
- პასპორტის ასლი ნათარგმნი ინგლისურ ენაზე;
- თსუ-ის მიერ გაცემული ცნობა თსუ-ის ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების შესახებ;
- 2 ცალი პასპორტის ზომის ფოტო-სურათი (3x4).
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის
|
1 სემესტრი (30 ECTS)
|
განხორციელების ადგილი – თსუ
|
სავალდებულო კურსები:
·
ევროპის ისტორია
(5 ECTS)
·
ევროკავშირის სამართალი
(5 ECTS)
·
ევროკავშირის ინტეგრაციის ეკონომიკა (5 ECTS)
·
ევროკავშირის მართვა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი (5 ECTS)
არჩევითი კურსები (არჩეულ უნდა იქნეს 2):
·
აკადემიური წერა (5 ECTS)
·
კვლევის დიზაინი (5 ECTS)
·
მოლაპარაკებების ხელოვნება (5 ECTS)
·
სამართლის თეორია (5 ECTS)
|
2 სემესტრი (30 ECTS)
|
განხორციელების ადგილი – თსუ |
სავალდებულო კურსები:
·
მოსახლეობა და ევროპული განვითარება (5 ECTS)
·
ევროინტეგრაციის თეორიები (5 ECTS)
·
ევროკავშირის სამართალი და ინვესტიციები (5 ECTS)
·
საერთაშორისო სამართალი (5 ECTS)
არჩევითი კურსები (არჩეულ უნდა იქნეს 2):
·
საერთაშორისო საინვესტიციო სამართალი და ადამიანის უფლებები (5 ECTS)
·
ევროპის კულტურული მოზაიკა (5 ECTS)
·
სოციალური, ეკონომიკურ და კულტურული უფლებები - უნივერსალური, რეგიონული (ევროპის საბჭო, ევროკავშირი) და კონსტიტუციური დაცვა (5 ECTS)
·
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი და უმცირესობები (5 ECTS)
|
3 სემესტრი (30 ECTS)
|
განხორციელების ადგილი – ვილნიუსის უნივერსიტეტი კრედიტები აღიარდება თსუ-ის მიერ |
სავალდებულო კურსები:
·
გლობალური სამართალი და სამართლებრივი ეთიკა (10 ECTS)
·
ადამიანის უფლებები გლობალურ პერსპექტივაში (5 ECTS)
·
საერთაშორისო საჯარო სამართლის გაღრმავება (5 ECTS)
არჩევითი კურსები (არჩეულ უნდა იქნეს 2): · ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამართალი (5 ECTS)
·
ფინანსური ტექნოლოგიების სამართალი (5 ECTS)
·
კიბერუსაფრთხოების სამართალი და კიბერდანაშაული (5 ECTS)
· კონკურენციის სამართალი ციფრულ ეკონომიკაში (5 ECTS) · ჯანდაცვისა და ბიოტექნოლოგიების სამართალი (5 ECTS)
·
მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართალი (5 ECTS)
|
4
სემესტრი (30 ECTS)
|
განხორციელების ადგილი – ვილნიუსის უნივერსიტეტი კრედიტები აღიარდება თსუ-ის მიერ |
სავალდებულო კურსები:
·
საერთაშორისო დავების გადაწყვეტა (10 ECTS)
·
მდგრადი განვითარება და გარემოსდაცვითი სამართალი (5
ECTS)
·
ადამიანის უფლებათა დაცვა პრაქტიკაში (5 ECTS)
არჩევითი კურსები (არჩეულ უნდა იქნეს 2):
·
შრომის სამართალი გლობალურ და ციფრულ ეკონომიკაში
(5 ECTS)
·
გლობალური საგადასახადო სამართალი
(5 ECTS)
·
საავტორო უფლებათა დაცვის სამართალი და ტექნოლოგიები
(5 ECTS)
·
სოციალური ქსელები და მედია სამართალი
(5 ECTS)
·
სამართლებრივი ინოვაციები და მეწარმეობა
(5 ECTS)
|
5 სემესტრი (30 ECTS)
|
განხორციელების ადგილი – ვილნიუსის უნივერსიტეტი და თსუ ორმხრივი თანამშრომლობით |
სავალდებულო კურსები:
·
სამაგისტრო ნაშრომი (მოიცავს სამაგისტრო სემინარს) (30 ECTS)
|
სამაგისტრო პროგრამის ავტორი და კოორდინატორი:
ნინო ლაპიაშვილი, უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, ევროკავშირის
ჟან მონეს მოდულის მფლობელი აკადემიური პერსონალი, ბრიტანეთის ედინბურგის უნივერსიტეტის
კვლევითი სამაგისტრო პროგრამის მეცნიერებათა მაგისტრი პოლიტილოგიაში, ათენის სამართლისა
და მმართველობის ევროპული სკოლის ევროკავშირის სამართლის მაგისტრი, ცენტრალური
ევროპის უნივერსიტეტის/ბუდაპეშტი იურიდიული ფაკულტეტის ადამიანის უფლებების სამართლის
მაგისტრი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის სამართლის მაგისტრი .
სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელები:
1. ნათია ლაპიაშვილი, შვეიცარიის ბაზელის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, ასოცირებული
პროფესორი, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროკავშირის სამართლის მიმართულების
ხელმძღვანელი და მოწვეული პროფესორი;
2. თამაზ ზუბიაშვილი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ ბიზნესისა და ეკონომიკის
ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
3. დანიელა ურსე, ბუქარესტის უნივერსიტეტის სოციოლოგიის დოქტორი, თსუ ევროპული კვლევების
ინსტიტუტის მოწვეული პროფესორი.
Contact Persons/ VU:
(Contact persons concerning the academic issues)
1. Ingrida Rabaciauskaite,
Coordinator for ERASMUS and International Studies of the Department of Studies of the
Faculty of Law, Vilnius University.
Address: Sauletekio av. 9, 1st building, room 610, 10222 Vilnius, Lithuania
E-mail: ingrida.rabaciauskaite@tf.vu.It
Ph.: +370 5 236 6188
2. Jurgita Mickevičiūtė E-mail: jurgita.mickeviciute@tf.vu.lt |