დოქტორანტურა


2007 წელს თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დაარსებისას,  ევროკავშირის TACIS-ის პროექტის “ევროპული კვლევების ცენტრის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში” ფარგლებში - აქტიურად განიხილებოდა საკითხი იმის შესახებ, რომ ინსტიტუტი უნდა განვითარებულიყო და ჩამოყალიბებულიყო, როგორც ამიერკავკასიაში კვლევის რეგიონული ცენტრი და დასავლეთის უნივერსიტეტების საიმედო აკადემიური პარტნიორი. შესაბამისად, გარდა სამაგისტრო პროგრამისა, აქ უმნიშვნელოვანესი იყო ასევე  შექმნილიყო სამხრეთ კავკასიაში უნიკალური ინტერდისციპლინური, ინგლისურენოვანი და ევროპული კვლევის კულტურაზე ორიენტირებული სადოქტორო პროგრამა.

ევროკავშირის პატრონაჟით შექმნილი ევროპული კვლევების ინსტიტუტის მიზნებისა და კონცეფციის შესაბამისად, მნიშვნელოვანია არა მარტო ძლიერი კადრების მომზადება სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურებში პრაქტიკულ საქმიანობაში ჩასართავად, არამედ ისიც, რომ ევროპისმცოდნეთა ახალმა თაობამ საკუთარ თავზე აიღოს მეტად მნიშვნელოვანი ვალდებულება, რასაც მეცნიერების განვითარება და პედაგოგიური საქმიანობა ქვია.

2007 წლიდან დღემდე მიღებული სტუდენტების ნაკადმა, მათმა აკადემიურმა მოსწრებამ და   პროგრამის დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულთა კარიერულმა წინსვლამ გაამყარა მოსაზრება, რომ ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა ნამდვილად წარმატებულია და რომ უკვე დადგა შესაბამისი მომენტი, როცა ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის შემუშავება აქტიურ ფაზაში უნდა გადავიდეს. ამ საქმეში ევროკავშირის მისიამ საქართველოში თავისი მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.  

ევროპისცმოდნეობის სადოქტორო პროგრამა შემუშავდა 2014 წელს ევროკავშირის მხარდაჭერით ENPI პროექტის ფარგლებში. 

სადოქტორო პროგრამის ავტორი და კოორდინატორი:       



ნინო ლაპიაშვილი,   უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, ევროკავშირის ჟან      მონეს მოდულის მფლობელი აკადემიური პერსონალი, ბრიტანეთის ედინბურგის უნივერსიტეტის  კვლევითი სამაგისტრო პროგრამის მეცნიერებათა მაგისტრი პოლიტილოგიაში, ათენის სამართლისა  და მმართველობის ევროპული სკოლის ევროკავშირის სამართლის მაგისტრი,   ცენტრალური

ევროპის უნივერსიტეტის/ბუდაპეშტი იურიდიული ფაკულტეტის ადამიანის უფლებების სამართლის მაგისტრი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის სამართლის მაგისტრი .       



სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელები:

 

 

1.  ნათია ლაპიაშვილი,    შვეიცარიის ბაზელის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროკავშირის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი და მოწვეული პროფესორი;

 

 

2.   თამაზ ზუბიაშვილი,     ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

 

 

3.  დანიელა ურსე,   ბუქარესტის უნივერსიტეტის სოციოლოგიის დოქტორი, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის მოწვეული პროფესორი.

 

კონფერენცია
ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამა
ევროპისმცოდნეობის სადოქოტორო პროგამის პირველი მიღების დოქტორანტები
სადოქტორო პროგრამის სტრუქტურა
სალექციო კურსების ვიდეოები
აკრედიტაცია
წიგნი "ყველაფერი სამეცნიერო ნაშრომის მომზადებისა და გამოქვეყნების შესახებ"
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012