სტუდენტების მომსახურება

თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტი ორიენტირებულია სასწავლო პროცესის მეგობრულ გარემოში წარმართვაზე. სტუდენტებისთვის შექმნილია იდეალური გარემო სწავლისა და კვლევისათვის:
 
  • თანამედროვე აუდიტორიები
  • გათბობისა და კონდიცირების ცენტრალური სისტემა
  • კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფილი რესურს–ცენტრი
  • უნიკალური ბიბლიოთეკა
  • პრესტიჟულ ელექტრონულ გამოცემებთან წვდომა
  • პერმანენტული საჯარო ლექციები და შეხვედრები მსოფლიოს წამყვან ექსპერტებთან, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის გამოჩენილ წარმომადგენლებთან
  • ინსტიტუტის ადმინისტრაცია დახმარებას უწევს უცხოელ სტუდენტებს როგორც ქვეყანაში ლეგალურად ყოფნისთვის საჭირო სამართლებრივი დოკუმენტაციიის მოწესრიგებაში, ასევე შესაბამისი საცხოვრებელი ადგილის პოვნაში
 
თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუში მოქმედი ბიბლიოთეკა მოიცავს მუდმივად განახლებად სახელმძღვანელოებს, მონოგრაფიებს, ჟურნალებს და სხვა სამეცნიერო ლიტერატურას.
 
კომპიუტერებითა და პროექტორებით აღჭურვილი რესურს–ცენტრი  საშუალებას აძლევს სტუდენტებს ლექციები წარმართონ ინტერაქტიულ გარემოში, აქტიურად იმუშაონ შესაბამისი პრეზენტაციებისა და ნაშრომების მოსამზადებლად. გარდა იმისა, რომ რესურს–ცენტრი არის შესაბამისი ტექნიკით კარგად აღჭურვილი და სტუდენტთა თავშეყრის საუკეთესო ადგილი, აქედან შისაძლებელია წვდომა თსუ-ს შემდეგ ელექტრონულ მონაცემთა ბაზებთან: Moodle, EBSCO host, Cambridge Journals, J Stor Journals, DOAJ, LexisNexis, Heinonline.
 
თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის სტუდენტები სარგებლობენ ყველა იმ უპირატესობით და შესაძლებლობებით, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დანარჩენი  სტუდენტებისთვის არის გათვალისწინებული.  გარდა მაღალ დონეზე უზრუნველყოფილი და სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურისა, ევროპული კვლევების ინსტიტუტის ძალისხმევა მიმართულია სტუდენტებზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის შექმნაზე. სტუდენტები მუდმივად იღებენ ინფორმაციას სიახლეების შესახებ, როგორც ელექტრონული ფოსტის ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინებების მეშვეობით.
 
სტუდენტებს გამარტივებული აქვთ ადმინისტრაციასთან უშუალო ურთიერთობა. გარდა ამისა, სემესტრის განმვალობაში ინსტიტუტის ადმინისტრაცია გეგმიურად რამდენიმეჯერ ხვდება სტუდენტებს მათი ინტერესებისა და სურვილების გასაგებად -  როგორც სასწავლო კურსების, ასევე სამაგისტრო პროგრამაში ჩასართავი პრაქტიკული კომპონენტების შესახებ, რათა სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება პრაქტიკაში იქნას გატარებული.
 
ევროპული კვლევების ინსტიტუტის სტუდენტებს აქვთ იშვიათი უპირატესობა სურვილის შემთხვევაში გაიარონ სტაჟირება სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო სტურქტურებში და განსაკუთრებული წარმატების მიღწევის შემთხვევაში დასაქმდნენ ადგილზე.
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012