ლატვიის ვიდძემეს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი

ვიდძემეს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ევროპული კვლევების ინსტიტუტს შორის 2022 წელს გაფორმებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან უნიკალური შესაძლებლობა აქვთ პარალელურ რეჟიმში ისწავლონ ლატვიის ვიდძემეს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციისა და მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე და მოიპოვონ ორმაგი ხარისხი - ევროპისმცოდნეობის მაგისტრის აკადემიური ხარისხი თსუ-დან, ხოლო სოციალური მეცნიერების მაგისტრის აკადემიური ხარისხი ვიდძემეს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტიდან.

ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის შემუშავებაზე მოლაპარაკებები თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის ნინო ლაპიაშვილის ინიციატივით 2019 წელს დაიწყო. ვიდძემეს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა თავიდანვე სრული მხარდაჭერა აღუთქვა ინიციატივას. ამ პროცესში განსაკუთრებულია ღვაწლი ვიდძემეს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ა და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პროფ. აგნეს დევიდსონისა და მისი კოლეგის - კომუნიკაციისა და მედია კვლევების დირექტორის მარა არაჯასი , რომ ლებიც 2019 წლიდან მოყოლებული მუდმივად გვერდში გვედგ ნენ და გვეხმარებოდ ნენ პროგრამის იმპლემენტაციის პროცესში. 

ვიდძემეს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს სოციალური მეცნიერებების ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე სტუდენტს, რომელიც იმავდროულად ჩარიცხულია თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე.

სტუდენტების მიერ ვიდძემეს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში გასაგზავნად შესაბამისი წლის 1 ივნისამდე (თუ თავად უნივერსიტეტის მიერ კონკრეტულ სასწავლო წელს განსხვავებული თარიღი არ არის დადგენილი) წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ვიდძემეს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის სააპლიკაციო ფორმა;
  • ბაკალავრის დიპლომისა და დიპლომის დანართის ოფიციალურად დამოწმებული ასლები;
  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (საერთაშორისო სერტიფიკატი, წინა საგანმანათლებლო საფეხურის ინგლისურ ენაზე სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, ინგლისურ ენაზე შესრულებული სტატიები და ა.შ.); საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ონლაინ გასაუბრების ორგანიზება;
  • პასპორტის ასლი ნათარგმნი ინგლისურ ენაზე;
  • თსუ-ის მიერ გაცემული ცნობა თსუ-ის ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების შესახებ;
  • 2 ცალი პასპორტის ზომის ფოტო-სურათი (3x4).

ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისას ვიდძემეს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტსა და თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტს შორის შეთანხმებული ინტეგრირებული სასწავლო გეგმის შესაბამისად სტუდენტები პირველ და მეორე სემესტრს სწავლობენ თსუ-ში, მესამე და მეოთხე სემესტრს ატარებენ ვილნიუსის უნივერსიტეტში, ხოლო სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობა ორივე უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის ქვეშ ხდება, რომელიც სრულდება საჯარო დაცვით ვიდძემეს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის და თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის აკადემიური პერსონალით დაკომპლექტებული სპეციალური კომისიის წინაშე. 

ვიდძემეს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში სწავლის საფასური სპეციალურად ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთათვის განსაზღვრულია 400  ევროს ოდენობით ვიდძემეს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში მობილობის თითოეული სემესტრისთვის (ინტეგრირებული სასწავლო გეგმის მესამე და მეოთხე სემესტრები) და 200 ევრო - სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვისთვის, ჯამში - 1000  ევრო, რომელიც თსუ-ის გადასახადისგან დამოუკიდებელია.


ინტეგრირებული სასწავლო გეგმა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის

1 სემესტრი (30 ECTS)

განხორციელების ადგილი თსუ

სავალდებულო კურსები :

ევროპის ისტორია(5 ECTS)
ევროკავშირის სამართალი (5 ECTS)
ევროკავშირის ინტეგრაციის ეკონომიკა (5 ECTS)
ევროკავშირის მართვა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი (5 ECTS)
აკადემიური წერა (5 ECTS)
კვლევის დიზაინი და სოციალური კვლევის მეთოდები (5 ECTS)

არჩევითი კურსები :

მოლაპარაკებების ხელოვნება (5 ECTS)
სამართლის თეორია (5 ECTS)

2 სემესტრი (30 ECTS)

განხორციელების ადგილი თსუ

სავალდებულო კურსები :

 

ევროინტეგრაციის თეორიები (5 ECTS)

 

არჩევითი კურსები :

ევროპის კულტურული მოზაიკა (5 ECTS)

მოსახლეობა და ევროპული განვითარება (5 ECTS)

ევროკავშირის სამართალი და ინვესტიციები (5 ECTS)

საერთაშორისო სამართალი (5 ECTS)

საერთაშორისო საინვესტიციო სამართალი და ადამიანის უფლებები (5 ECTS)

სოციალური , ეკონომიკურ და კულტურული უფლებები - უნივერსალური , რეგიონული ( ევროპის საბჭო , ევროკავშირი ) და კონსტიტუციური დაცვა (5 ECTS)

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი და უმცირესობები (5 ECTS)

მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართალი (5 ECTS)

საერთაშორისო დავების გადაწყვეტა (5 ECTS)

3 სემესტრი (30 ECTS)

განხორციელების ადგილი ვიდძემეს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი

კრედიტები აღიარდება თსუ-ის მიერ

დემოკრატიული თეორიები და უსაფრთხოება (3 ECTS)
ევრო - ატლანტიკური ღირებულებები თანამედროვე გეოპოლიტიკაში (3 ECTS)
ომუნიკაციის თეორიები (6 ECTS)
სტრატეგიული კომუნიკაციის თეორიები   (3 ECTS)
ინტერესთა წარმომადგენლობა და ლობირება (3 ECTS)
მმართველობა და ინოვაცია (6 ECTS)
ევროკავშირის ინსტიტუტები და ადმინისტრირება   (3 ECTS)
მედია და კომიკაციის უფლებები   (3 ECTS)

4 სემესტრი (30 ECTS)

განხორციელების ადგილი ვიდძემეს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი

კრედიტები აღიარდება თსუ-ის მიერ

სამაგისტრო ნაშრომი ( მოიცავს სამაგისტრო სემინარს ) (30 ECTS) - ორმხრივი თანამშრომლობით


 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012