წიგნი "ყველაფერი სამეცნიერო ნაშრომის მომზადებისა და გამოქვეყნების შესახებ"
თსუ-ის თანამშრომლის, ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების განყოფილების გამგის, თეიმურაზ ყანჩელის მიერ მომზადდა და გამოქვეყნდა წიგნი „ყველაფერი სამეცნიერო ნაშრომის მომზადებისა და გამოქვეყნების შესახებ“. წიგნში გაშუქებულია საჭირო ლიტერატურული წყაროების მოძიების, აკადემიური ჟურნალების რეიტინგის საკითხები და გამოქვეყნების მიზნით მათი ოპტიმალური არჩევა, სამეცნიერო სტატიის რეცენზირების პრაქტიკა, წიგნისა და სტატიის ავტორიტეტულ გამომცემლობაში ან მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალებში უფასო გამოქვეყნების გზები, სტატიის ციფრულ სივრცეში განთავსებასთან დაკავშირებული მოთხოვნები. აღწერილია DOI, ავტორის ციტირების ინდექსები და მათი გაზრდის პრაქტიკული მეთოდები. პრაქტიკული მაგალითების განხილვის გზით მოცემულია Google Scholar, Scopus, Web of Science რესურსების გამოყენების რეკომენდაციები ავტორის წარმატებული აკადემიური კარიერის წარმართვისთვის.მეტი ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია აქ.