ევროპისმცოდნეობის სადოქოტორო პროგამის პირველი მიღების დოქტორანტები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი ულოცავს დოქტორანტებს „ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვას და უსურვებს მათ წარმატებულ სასწავლო პროცესს.

თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაზე დოქტორანტთა პირველი ნაკადის მიღების პროცესი დასრულებულია. საერთო ჯამში განაცხადი შემოიტანა 26–მა კანდიდატმა, საიდანაც გასაუბრებისთვის შეირჩა 19 კანდიდატი. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსი 12 ადგილზე იყო გამოცხადებული, წარმოდგენილი ნაშრომების ხარისხმა და თემების აქტუალობამ დაარწმუნა მიმღები კომისია ქვოტის 15–მდე გაზრდის შესახებ. სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხული 15 კანდიდატიდან 4 არის უცხო ქვეყნის მოქალაქე (ორი აზერბაიჯანიდან, ერთი უკრაინიდან და ერთი ესპანეთიდან).

მიმღები კომისია დაკომპლექტდა დარგის ექსპერტებისგან ინსტიტუტისა და პროგრამის ინტერდისციპლინური კონცეფციიდან გამომდინარე. ოთხი დამფუძნებელი ფაკულტეტის ფორმულას წარმოადგენდნენ ის პროფესორ-მასწავლებლები, ვინც ინგლისურენოვან ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე ამ მიმართულებების ხელმძღვანელები არიან, კერძოდ: პროფესორი დოქტორი სერგი კაპანაძე (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, 2007 წლიდან), დოქტორი ნათია ლაპიაშვილი (იურიდიული ფაკულტეტი 2010 წლიდან), პროფესორი დოქტორი ვასილ კაჭარავა (ჰუმანიტარულ მეცნიერებათ ფაკულტეტი 2007 წლიდან), დოქტორი მერაბ აბდალაძე (ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი, ინსტიტუტში ევროკავშირის ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელი 2007 წლიდან). კომისიას თავმჯდომარეობდა ევროპული კვლევების ინსტიტუტის კურატორი ვიცე-რექტორი, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი აკადემიკოსი პროფესორი ლევან ალექსიძე. კომისიაში დარგის ვიწრო სპეციალისტის არ არსებობის გამო საჭიროების დადგომისთანავე ორი აპლიკანტის კვლევითი პროექტი გადაგზავნილ იქნა  გარე ექსპერტების – პროფესორი დოქტორი ირინე ქურდაძისა და პროფესორი დოქტორი ლეილა უჟიკანინის დასკვნების მოსამზადებლად. გასაუბრებაზე სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობდა ინსტიტუტის დირექტორი ქალბატონი ნინო ლაპიაშვილი, ხოლო დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროექტების მენეჯერი ქალბატონი ნინო ყოჩიშვილი.
ოთხი სადამფუძნებლო ფაკულტეტის ინტერესებისა და პროგრამის ინტერდისციპლინური ხასიათის მაქსიმალურად გათვალისწინებით, მიმღები კომისია შეფასებისას ხელმძღვანელობდა შემდეგი კრიტერიუმებით: 1. კვლევის სფერო და არეალი; 2. წარმოდგენილი საკვლევი პროექტის სამეცნიერო დონე, ძლიერი და სუსტი მხარეები; 3. დარგში/სფეროში ახალი ცოდნის შექმნის პერსპექტივა; 4. საკვლევი საკითხის ზოგად-პრიორიტეტულობა.
Kკონკურსის დასრულების შემდეგ კომისიის წევრების დასკვნის შესაბამისად, მონაწილეთა მაღალმა დონემ გაზარდა საკონკურსო თამასა. კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები ქმნიან იმის რეალურ პერსპექტივას, რომ ევროპისმცოდნეობის დარგი მომავალში დაკომპლექტდეს ძლიერი ახალგაზრდა კადრებით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იქნა საქართველოს რეგიონების განვითარებისა და ხელშეწყობის იდეა, რაც გამოიხატა აჭარისა და კახეთის რეგიონის წარმომადგენელთა საკონკურსო აქტიურობასა და აისახა შედეგებში.   
   

მიმღები კომისიის გადაწყვეტილებით ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაზე 2014–2015 სასწავლო წლის პირველი მიღების ჯგუფი შემდეგნაირად დაკომპლექტდა:
1.    ლევან მახაშვილი – დისერტაციის თემა: „What Is Rotten in the State of the European Union? – Deficiencies in EU Foreign Policy Instruments, Structures and Decision-Making“
2.    მერი მაღლაკელიძე – დისერტაციის თემა: „Security interdependence as an Impetus in the Process Europeanisation in ENP Countries“
3.    თამარ ქოჩორაძე – დისერტაციის თემა: „EU’s Non-recognition and Engagement Policy – Where the Road Leads?“
4.    ირაკლი მეგრელიშვილი –  დისერტაციის თემა: „The Role of Political Parties of European Parliament in the Institutionalization of Georgian Political Parties“
5.    ნინო კეკელიძე – დისერტაციის თემა: „EU Legislation and Measures in the Area of Tourism and Feasibility of Their Implementation in Georgia“
6.    ნინო ჯანელიძე – დისერტაციის თემა: „The Meaning of Ukraine in EU-Russia Energy Relationship“
7.    თათია დოლიძე – დისერტაციის თემა: „Shaping the regional and European integration processes in the South Caucasus:EU’s discursive and policy practices of ‘regionalisation’“
8.    ლევან წკრიალაშვილი – დისერტაციის თემა: „The Rise and Demise of the Stability and Growth Pact“
9.    ნანა ყურშუბაძე – დისერტაციის თემა: „Formation of the European Union Diplomacy“
10.    შალვა ხუფენია – დისერტაციის თემა: “The Transition Processes from Enemies to Partners and Politics of Cooperation in Western Europe (1945-1950)“
11.    ნონა ტატიაშვილი – დისერტაციის თემა: „The Rights of National Minorities under International Law: contemporary challenges of national minorities in post-communist European Countries and a Georgian discourse“
12.    ოლეკსიი ჩაბან - დისერტაციის თემა: "Formation and Development of Project Management in European Integration"
13.    გამარ ალიევა - დისერტაციის თემა: “EU involvement in Nagorno-Karabakh conflict resolution”
14.    რუფატ ჰასანზადა - დისერტაციის თემა: „Caspian region’s role in maintaining EU energy security“
15.    კრისტინა ხუან კარრიონ - დისერტაციის თემა: “Cyber Security and Human Rights: a comparison of regulations in Turkey and the European Union”

 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012