კონფერენცია

1 მაისს, 10.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტმა ევროპის დღეებისადმი მიძღვნილი ორდღიანი ღონისძიება გამართა.
ღონისძიებაზე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ  ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთათვის სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
პროექტის პრეზენტაციის შემდეგ  ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის განვითარების თეორიული და პრაქტიკული ასპექტებისადმი მიძღვნილი ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია და ვორკშოპი ჩატარდა, რომელშიც პარტნიორი უცხოური უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა და თსუ–ს აკადემიურმა/ადმინისტრაციულმა პერსონალმა, ასევე სხვა მოწვეულმა სტუმრებმა მიიღეს მონაწილეობა.
ევროპის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება 2 მაისს დასრულდა.
 
გთხოვთ იხილოთ გახსნის ცერემონიის დღის წესრიგი.

გთხოვთ იხილოთ კონფერენციის დღის წესრიგი.

გთხოვთ იხილოთ პრეს რელიზი.

გთხოვთ იხილოთ სამუშაო შეხვედრის დღის წესრიგი.

გთხოვთ იხილოთ მომხსენებელთა პრეზენტაციები: თამარ ვეფხვაძე 

                                                ლორენ-იოჰანეს ვაგნერ; ბენედიქტ ჰარცლ

                                                                                       მადალინა დობრესკუ

                                                                                               აშოტ ალექსანიან

მისამართი: სასტუმრო „ვერე პალასი“, ქუჩიშვილის ქუჩა №22/24, 0179, თბილისი, საქართველო.

 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012