25/ივნისი/2025
2025 წლის 17 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტში ევროკავშირის ერაზმუს პლიუს ჟან მონეს მოდულის “Enlargement Georgia” ფარგლებში გაიმართა შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში. გვქონდა პატივი, გვემასპინძლა ბელგიის ელჩისთვის აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქმენეთში, მისი აღმატებულება ჟულიან დე ფრაპონისთვის. მოხსენება გაიმართა თემაზე: “Navigating Uncertainty: Europe’s Enlargement with the Caucasus Amid Global Geopolitical Shifts”. ელჩმა ჟულიან დე ფრაპონმა ყურადღება გაამახვილა ევროპის როლზე ახალ გლობალურ გამოწვევებში.
16/აპრილი/2025
2025 წლის 9 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტმა უმასპინძლა ლოძის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორ მარეკ იან ვასინსკის, რომელთან ერთადაც ჩატარდა ღონისძიება თემაზე „აღმოსავლეთ ევროპა, როგორც პოსტიმპერიული და ლიმინალური სივრცე საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგში“.
16/აპრილი/2025
20 მარტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტში ევროკავშირის ერაზმუს პლიუს ჟან მონეს მოდულის “Enlargement Georgia” ფარგლებში გაიმართა შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში. მთავარი მომხსენებელი იყო გენტის უნივერსიტეტის პროფესორი პიტერ ვან ელსუვეგე თემაზე: „ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის სიახლენი და გაწევრიანების პირობადადებულობის ასპექტები“. დისკუსანტები: ფაბიან ბოსუი, გენტის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ლაურა ლუციანი, გენტის უნივერსიტეტის პოსტ-სადოქტორო პროგრამის მკვლევარი. ღონისძიების მოდერატორი იყო ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, ჟან მონეს მოდულის მფლობელი ნინო ლაპიაშვილი.
15/აპრილი/2025
12 მარტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტში ევროკავშირის ერაზმუს პლიუს ჟან მონეს მოდულის “Enlargement Georgia” ფარგლებში გაიმართა შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში. მთავარი მომხსენებელი იყო გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი ბენედიქტ ჰარცლი თემაზე - „ავსტრიის ნეიტრალიტეტი რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე: საერთაშორისო და ევროკავშირის სამართლებრივი პერსპექტივები. გავლენა ევროკავშირის გაფართოებაზე“.
ღონისძიებას მოდერაციას უწევდა თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ნინო ლაპიაშვილი.