მიღება

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების უფლება აქვთ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირებს (იურიდიული, სოციალურ და პოლიტიკის მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები), მისაღებ გამოცდებზე დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში. მისაღები გამოცდები მოიცავს:

1. ინგლისური ენის გამოცდა - B2 დონე - ტესტის ნიმუში
2. გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი)
    კანდიდატს მიეცემა ანალიტიკური ხასიათის  ესე დასაწერად.
    საგამოცდო თემატიკა:  ევროკავშირის შექმნის ისტორია, 
                                             ევროკავშირის ინსტიტუტები და მათი ფუნქციები, 
                                            ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობა.
    საგამოცდო მასალა:  ევროკავშირის ოფიციალური ვებ-გვერდი
                                         
3. გასაუბრება

*საქართველოს მოქალაქეებს, აუცილებელია, ჩაბარებული ჰქონდეთ საერთო სამაგისტრო გამოცდა (გარდა იმ პირებისა, რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ სწავლა გააგრძელონ საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე).




სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველმა კანდიდატებმა უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ ვადებში მიმღებ კომისიაში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: 

ა) განცხადება თსუ რექტორის სახელზე (ფაკულტეტის ნაწილში უნდა მიეთითოს "იურიდიული", ხოლო საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილში - "ევროპისმცოდნეობა");
ბ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (თსუ-ის კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2021 წლის კურსდამთავრებულთათვის  - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე); 
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ი) საერთო სამაგისტრო გამოცდაზე მონაწილეობის დამადასტურებელი საგამოცდო ბარათის ასლი;
კ) სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე;
ლ) რეზიუმე/СV ინგლისურ ენაზე (სასურველია Europass ფორმატით). 






 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012