სიახლეების არქივი
![]() |
გვერდი | 1 | 23-დან | ![]() |
ჟან მონეს მოდულის მესამე მრგვალი მაგიდა
25/06/2025
2025 წლის 17 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტში ევროკავშირის ერაზმუს პლიუს ჟან მონეს მოდულის “Enlargement Georgia” ფარგლებში გაიმართა შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში. გვქონდა პატივი, გვემასპინძლა ბელგიის ელჩისთვის აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქმენეთში, მისი აღმატებულება ჟულიან დე ფრაპონისთვის. მოხსენება გაიმართა თემაზე: “Navigating Uncertainty: Europe’s Enlargement with the Caucasus Amid Global Geopolitical Shifts”. ელჩმა ჟულიან დე ფრაპონმა ყურადღება გაამახვილა ევროპის როლზე ახალ გლობალურ გამოწვევებში.
|
|
ლოძის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორ მარიეკ იან ვასინსკის საჯარო ლექცია
16/04/2025
2025 წლის 9 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტმა უმასპინძლა ლოძის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორ მარეკ იან ვასინსკის, რომელთან ერთადაც ჩატარდა ღონისძიება თემაზე „აღმოსავლეთ ევროპა, როგორც პოსტიმპერიული და ლიმინალური სივრცე საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგში“. |
|
ჟან მონეს მოდულის მეორე მრგვალი მაგიდა
16/04/2025
20 მარტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტში ევროკავშირის ერაზმუს პლიუს ჟან მონეს მოდულის “Enlargement Georgia” ფარგლებში გაიმართა შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში. მთავარი მომხსენებელი იყო გენტის უნივერსიტეტის პროფესორი პიტერ ვან ელსუვეგე თემაზე: „ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის სიახლენი და გაწევრიანების პირობადადებულობის ასპექტები“. დისკუსანტები: ფაბიან ბოსუი, გენტის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ლაურა ლუციანი, გენტის უნივერსიტეტის პოსტ-სადოქტორო პროგრამის მკვლევარი. ღონისძიების მოდერატორი იყო ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, ჟან მონეს მოდულის მფლობელი ნინო ლაპიაშვილი.
|
|
ჟან მონეს მოდულის პირველი მრგვალი მაგიდა
15/04/2025
12 მარტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტში ევროკავშირის ერაზმუს პლიუს ჟან მონეს მოდულის “Enlargement Georgia” ფარგლებში გაიმართა შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში. მთავარი მომხსენებელი იყო გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი ბენედიქტ ჰარცლი თემაზე - „ავსტრიის ნეიტრალიტეტი რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე: საერთაშორისო და ევროკავშირის სამართლებრივი პერსპექტივები. გავლენა ევროკავშირის გაფართოებაზე“.
ღონისძიებას მოდერაციას უწევდა თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ნინო ლაპიაშვილი. |
|
დოქტორანტ თათია დოლიძის მიერ სადისერტაციო ნაშრომის დაცვის შესახებ
24/03/2025
თსუ იურიდიული ფაკულტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის (IES)
ინგლისურენოვანი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის „ევროპისმცოდნეობა“ დოქტორანტ თათია დოლიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა 2024 წლის 19 ოქტომბერს, შაბათს, 14:00 საათზე თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის შუმანის აუდიტორიაში. სადისერტაციო ნაშრომის თემა: "Regionalization as the Pillar of the EU Foreign Policy: Exploring the EUʹs Policy Practices of Regionalization towards South Caucasus"). |
|
დოქტორანტ აითან ჰაჯიევას სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა
16/10/2023
თსუ იურიდიული ფაკულტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის (IES) ინგლისურენოვანი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის „ევროპისმცოდნეობა“ დოქტორანტ
აითან ჰაჯიევას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართება
30 ოქტომბერს, ორშაბათს, 12:00 საათზე თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის შუმანის აუდიტორიაში.
|
|
ვაკანსია თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის ტექნიკური ასისტენტის პოზიციაზე
23/08/2023
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის სპეციალისტის (დირექტორის ტექნიკური ასისტენტი) პოზიციაზე.
|
|
ცხადდება მიღება ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე 2023/2024
07/08/2023
ევროკავშირის მხარდაჭერით დაარსებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას
2023–2024 სასწავლო წლისათვის ინგლისურენოვან ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე "ევროპისმცოდნეობა", ევროპულ უნივერსიტეტებში მობილობის, ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობითა და საჯარო და კერძო სექტორებში სტაჟირების შეთავაზებით.
|
|
![]() |
გვერდი | 1 | 23-დან | ![]() |