სლოვაკეთის მატეჟ ბელ უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი ევროპული კვლევების ინსტიტუტში

01.07.2023
2023 წლის 17-19 ივლისს თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტს ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში ეწვევა სლოვაკეთის მატეჟ ბელ უნივერსიტეტის პროფესორი დოქ. ლიბორ კლიმეკი. დოქ. კლიმეკი ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის, ასევე სხვა დაინტერესებული პირებისთვის წაიკითხავს სამ დღიან კურსს ევროპულ სისხლის სამართალზე. 

ლექციები ჩატარდება თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის სასწავლო აუდიტორიებში. მის.: ილია ჭავჭავაძის გამზ. N3, მეორე აკადემიური კორპუსი, აუდიტორია N406. 

ლექციების განრიგი:

1. ორშაბათი, 17 ივლისი - 15:00 -17:00
2. სამშაბათი, 18 ივლისი - 15:00 -17:00 
3. ოთხშაბათი, 19 ივლისი - 15:00 -17:00

კურსზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა

<< უკან დაბრუნება
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012