ჟან მონეს მოდულის მეორე მრგვალი მაგიდა
16.04.2025
20 მარტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტში ევროკავშირის ერაზმუს პლიუს ჟან მონეს მოდულის “Enlargement Georgia” ფარგლებში გაიმართა შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში. მთავარი მომხსენებელი იყო გენტის უნივერსიტეტის პროფესორი პიტერ ვან ელსუვეგე თემაზე: „ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის სიახლენი და გაწევრიანების პირობადადებულობის ასპექტები“. დისკუსანტები: ფაბიან ბოსუი, გენტის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ლაურა ლუციანი, გენტის უნივერსიტეტის პოსტ-სადოქტორო პროგრამის მკვლევარი. ღონისძიების მოდერატორი იყო ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, ჟან მონეს მოდულის მფლობელი ნინო ლაპიაშვილი.
მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც აკადემიურ პერსონალთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა, კურსდამთავრებულებმა და ევროკავშირის საკითხებით დაინტერესებულმა მოწვეულმა სტუმრებმა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი მადლობას უხდის ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისა და საინტერესო დებატებისთვის.
იხილეთ ფოტო-გალერეა
იხილეთ ბმული