ჟან მონეს მოდულის მესამე მრგვალი მაგიდა
25.06.2025
2025 წლის 17 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტში ევროკავშირის ერაზმუს პლიუს ჟან მონეს მოდულის “Enlargement Georgia” ფარგლებში გაიმართა შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში. გვქონდა პატივი, გვემასპინძლა ბელგიის ელჩისთვის აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქმენეთში, მისი აღმატებულება ჟულიან დე ფრაპონისთვის. მოხსენება გაიმართა თემაზე: “Navigating Uncertainty: Europe’s Enlargement with the Caucasus Amid Global Geopolitical Shifts”. ელჩმა ჟულიან დე ფრაპონმა ყურადღება გაამახვილა ევროპის როლზე ახალ გლობალურ გამოწვევებში.
ღონისძიების მოდერატორი იყო ნინო ლაპიაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი და ჟან მონეს მოდულის ხელმძღვანელი.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი მადლობას უხდის ყველა სტუდენტსა და აკადემიურ პერსონალს მათი აქტიური ჩართულობისა და საინტერესო კითხვებისთვის.
#IES #TSU #JeanMonnetModule #Roundtable #ErasmusPlus #Belgium #Europe #EuropeUnion #EU #Georgia #InstituteForEuropeanStudies
იხილეთ ფოტო-გალერეა