შეტყობინება პროფესორ დანიელა ურსეს, პროგრამების აკადემიური თანა-ხელმძღვანელის, თსუ-ს ევროპული კვლევების ინსტიტუტში ვიზიტის შესახებ

21.12.2025
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტს 2025 წლის 15 დეკემბრიდან 21 დეკემბრამდე პერიოდში სტრასბურგიდან ეწვია პროფესორი დანიელა ურსე, ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების აკადემიური თანა-ხელმძღვანელი.
ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა დანიელა ურსემ ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისთვის წაიკითხა სალექციო კურსები: „შესავალი თვისებრივ კვლევის მეთოდებში“ და “კვლევის დიზაინი და სოციალური კვლევის მეთოდები”.
მადლიერები ვართ წლების განმავლობაში თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ინტერნაციონალიზაციის მხარდაჭერის პროცესში მისი ფასდაუდებელი წვლილისთვის.

<< უკან დაბრუნება
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012