სიახლეების არქივი

გვერდი 10 22-დან
საჯარო ლექციათა ციკლი თემაზე: რეჟიმის ცვლილება ტრანზიტულ სამართალში
04/05/2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი გიწვევთ ყველა დაინტერესებულ პირს საჯარო ლექციათა ციკლში მონაწილეობის მისაღებად. 

ლექციათა ციკლს გაუძღვება ჰუმბოლტ-ვიადრინას მმართველი პლათფორმის, ადამიანის უფლებათა მართვის ცენტრის პროგრამის დირექტორი დოქტ. ანია მირი.
 
საჯარო ლექციათა ციკლი თემაზე: ბალკანელები, დემოკრატია და ევროპული ინტეგრაცია
27/03/2018

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი გიწვევთ ყველა დაინტერესებულ პირს საჯარო ლექციათა ციკლში მონაწილეობის მისაღებად.  ლექციათა ციკლს გაუძღვება დოქტ. ადრიანო რემიდდი.

 
ცხადდება მიღება ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში
01/03/2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ფარგლებში (#ENPI/2012/306-124) შექმნილ ინტერდისციპლინურ, ინტერფაკულტეტურ, ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე ევროპისმცოდნეობაში.
 
ცხადდება მიღება ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში
20/09/2017
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ფარგლებში (#ENPI/2012/306-124) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას ინტერდისციპლინურ, ინტერფაკულტეტურ, ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე ევროპისმცოდნეობაში.
სადოქტორო პროგრამის კურიკულუმი შედგენილია წამყვანი ევროპელი ექსპერტებისა და უნივერსიტეტების ჩართულობით.


 
ცხადდება მიღება ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე 2017/2018
24/07/2017
ევროკავშირის მხარდაჭერით დაარსებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს  მიღებას 2017–2018 სასწავლო წლისათვის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე ევროპისმცოდნეობაში, ევროპულ უნივერსიტეტებში მობილობის შესაძლებლობითა და საჯარო და კერძო სექტორებში სტაჟირების შეთავაზებით.
 
დაიწყო აპლიკაციების მიღება რეგიონალურ სამაგისტრო პროგრამაზე: „ადამიანის უფლებები და დემოკრატიზაცია კავკასიის რეგიონში“ (აღმოსავლეთის პარტნიორობის რეგიონი) 2017/2018
16/06/2017
პროგრამის აღწერა:

რეგიონალური სამაგისტრო პროგრამა: „ადამიანის უფლებები და დემოკრატიზაცია კავკასიის რეგიონში“ დაარსებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და წარმოადგენს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიზაციის სამაგისტრო პროგრამების გლობალური კამპუსის ნაწილს. სამაგისტრო პროგრამის შექმნაში აქტიურად მონაწილეობდა ვენეციის ევროპული შიდა–საუნივერსიტეტი ცენტრი, ასევე წამყვანი უნივერსიტეტები სომხეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან და საქართველოდან.

 
უილიამ სკოტ ჰენვუდის საჯარო ლექციათა ციკლი თემაზე: აშშ-ის სამართლებრივი სისტემის ისტორია
12/05/2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი და ამერიკიმსცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი გიწვევთ ყველა დაინტერესებულ პირს ერთობლივად ორგანიზებულ საჯარო ლექციათა ცილკში მონაწილეობის მისაღებად.  ლექციათა ციკლს გაუძღვება საქართველოს საპატიო ვიცე-კონსული, რამდენიმე უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი და იურიდიული ფირმის „Hall Booth Smith” უფროსი პარტნიორი ბატონი უილიამ სკოტ ჰენვუდი.
საჯარო ლექციის თემაა: აშშ-ის სამართლებრივი სისტემის ისტორია.
 
ღია კარის დღეები!
21/04/2017
ღია კარის დღეები!

ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან, ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამასთან დაკავშირებით (MA in European Studies) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს ღია კარის დღეებს  2017 წლის  27 და 28 აპრილს.
ღია კარის დღეები გაიმართება თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტში (ჭავჭავაძის გამზირი 3, თსუ-ის II კორპუსი, მე–4 სართული, ოთახი 406).
დრო:  13:00 საათიდან 15:00 საათამდე.

 
გვერდი 10 22-დან
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012