სიახლეების არქივი

გვერდი 11 22-დან
თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დაარსებიდან 10 წლის საიუბილეო ღონისძიება
24/03/2017
24 მარტს, 10:30 საათზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის, საქართველოში იტალიის საელჩოსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დაარსებიდან 10 წლის და რომის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 60 წლის საიუბილეო ღონისძიება "ევროკავშირი 60. ევროკავშირის წარსული, აწმყო და მომავალი" გაიმართა.   
 
ბატონი ქრისტიან დანიელსსონის საჯარო ლექცია თემაზე "საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები: გამოწვევები და შესაძლებლობები თანამედროვე გლობალურ კონტექსტში"
31/01/2017
გიწვევთ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალური დირექტორის ბატონი ქრისტიან დანიელსსონის საჯარო ლექციაზე. თემა: "საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები: გამოწვევები და შესაძლებლობები თანამედროვე გლობალურ კონტექსტში".
 
საჯარო ლექცია თემაზე „საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები: გამოწვევები და შესაძლებლობები თანამედროვე გლობალურ კონტექსტში“
26/01/2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს საჯარო ლექციაში მონაწილეობის მისაღებად. საჯარო ლექციის თემაა: „საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები: გამოწვევები და შესაძლებლობები თანამედროვე გლობალურ კონტექსტში“.

 
საჯარო ლექცია თემაზე: დღევანდელი რეალობა: დემოკრატია, ადამიანის უფლებები და მიმდინარე ევროპული ინტეგრაციის პროცესი დასავლეთ ბალკანეთში
16/01/2017
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს საჯარო ლექციაში მონაწილეობის მისაღებად. ლექციის თემა გახლავთ: "დღევანდელი რეალობა: დემოკრატია, ადამიანის უფლებები და მიმდინარე ევროპული ინტეგრაციის პროცესი დასავლეთ ბალკანეთში".
 
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის აღმასრულებელი მდივნის შეხვედრა სტუდენტებთან
19/12/2016
ხვალ სამშაბათს, 20 დეკემბერს, 19:00 საათზე, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტში (თსუ-ის II კორპუსი, IV სართული, ოთახი 406) მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის აღმასრულებელი მდივანი გიორგი ჯაში შეხვდება სტუდენტებს, სადაც პრაქტიკულ ჭრილში განიხილავს საკითხებს ქვეყნის სავიზო პოლიტიკის, მიგრაციის მართვასთან დაკავშირებით, ასევე საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებსა და ისაუბრებს ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ.
 
ცხადდება მიღება ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე 2016-17 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში
05/10/2016
ცხადდება მიღება ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე 2016-17 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში
 
ცხადდება მიღება ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე 2016/2017
23/06/2016
ევროკავშირის მხარდაჭერით დაარსებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს  მიღებას 2016–2017 სასწავლო წლისათვის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე ევროპისმცოდნეობაში, ევროპულ უნივერსიტეტებში მობილობის შესაძლებლობითა და საჯარო და კერძო სექტორებში სტაჟირების შეთავაზებით. 
 
საჯარო ლექცია თემაზე: ევროკავშირის უსაფრთხოების პოლიტიკა
01/06/2016
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი გიწვევთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ორგანიზებულ საჯარო ლექციაში მონაწილეობის მისაღებად. 

საჯარო ლექციას წაიკითხავს ევროკავშირის კრიზისის მენეჯმენტისა და დაგეგმარების სამმართველოს დირექტორი ბატონი გაბორ იკლოდი. ბატონ იკლოდს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც სახელმწიფო უსაფრთოხების მიმართულებით, ისე დიპლომატიური საქმიანობისა.
 
გვერდი 11 22-დან
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012