სიახლეების არქივი

გვერდი 12 22-დან
ღია კარის დღეები
27/04/2016

2016 წლის 11–12 მაისს ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტი აწყობს ღია კარის დღეებს .

 
შეხვედრა ერასმუსის ფარგლებში ჩამოსულ სტუდენტებთან
07/03/2016
2016 წლის 27 თებერვალს თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა ერასმუსის ფარგლებში ჩამოსული სტუდენტების ახალ ჯგუფს უმასპინძლა. 2016 წლის გაზაფხულის სემესტრში დაგეგმილი აკადემიური განრიგის გაცნობის შემდეგ სტუდენტებმა დაათვალიერეს ინსტიტუტის ინფრასტრუქტურა, რესურს-ცენტრი და ბიბლიოთეკა.
 
შეხვეედრა რეგიონული სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ახალ ნაკადთან
07/03/2016
თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა 
ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიზაციაში რეგიონული სამაგისტრო პროგრამის 
სტუდენტების ახალ ნაკადს უმასპინძლა . 
ტექნიკური და ადმინისტრაციული დეტალების გაცნობის შემდეგ დირექტორმა მათ მიულოცა  თბილისის 
სახელმწიფო უნივერსიტეტში სემესტრის ოფიციალურად დაწყება და წარმატებები უსურვა.

 
შეხვედრა ქ. თბილისის 44-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან
25/02/2016
2016 წლის 16 თებერვალს თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის პროფესორებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ქ. თბილისის 44-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, რა დროსაც მათთან ისაუბრეს ევრკავშირის კონცეფციასა და ევროკავშირის ინსტიტუტებზე. მოწაფეებს ასევე გააცნეს თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის როლი საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში.
 
ევროპული კვლევების ინსტიტუტი განათლების მეექვსე საერთაშორისო გამოფენაზე
25/02/2016
2016 წლის18-19 თებერვალს საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ გაიმართა განათლების მეექვსე საერთაშორისო გამოფენა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. აღნიშნულ გამოფენას ესწრებოდნენ თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც, რომლებმაც დაინტერესებულ პირებს გააცნეს თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის "ევროპისმცოდნეობის" სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, ასევე ამ პროგრამების  უპირატესობები. 

 
საჯარო ლექცია
09/02/2016
საჯარო ლექცია "გენდერული (უ)თანასწორობა: ზოგიერთი ხელმოცარულის მოთხოვნა თუ ადამიანის უფლებების არსებითი დარღვევა?
 
კონფერენცია "ევროკავშირის სამართალში"
21/12/2015

თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის მხარდაჭერით და თსუ რექტორის მოადგილის, აკადემიკოსი პროფესორი ლევან ალექსიძის პატრონაჟით, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში (მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. N.1, 0179), 212-ე აუდიტორიაში, 21 დეკემბერს 12.00 საათზე ტარდება კონფერენცია

„ევროკავშირის სამართალში“

 
ცხადდება მიღება ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე 2015/2016
02/11/2015
ცხადდება მიღება ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე 2015/2016
 
გვერდი 12 22-დან
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012