სიახლეების არქივი

გვერდი 20 22-დან
საჯარო ლექცია: “გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია და მეკობრეობა”
02/06/2011

2-3 ივნისი 2011 წელი, საჯარო ლექცია თემაზე: “გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია და მეკობრეობა”, მომხსენებელი დოქტორი როსალი ბალკინი – საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სამართლებრივ და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი 1998 წლიდან.

 
საკონფერენციო ნაშრომების მიღების გამოცხადება
16/05/2011

16 მაისი 2011 წელი, საკონფერენციო ნაშრომების მიღების გამოცხადება და დაინტერესებულ მონაწილეებთან საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: “კონფლიქტის პრევენცია, ევროპული, ევროკავშირის და გაეროს გამოცდილება და როლი”.

 
საჯარო ლექცია: “დემოკრატიული მართვის პრინციპები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში”
13/05/2011

13 მაისი 2011 წელი, საჯარო ლექცია თემაზე: “დემოკრატიული მართვის პრინციპები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში”, მომხსენებელი მისი აღმატებულება ბატონი ფილიპ დიმიტროვი – ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში.

 
საჯარო ლექცია: “ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკა მისი აღმოსავლეთ მეზობლების მიმართ, შეფასება საქართველოს მაგალითზე”
10/05/2011

10 მაისი 2011 წელი, საჯარო ლექცია პატრიკ მესერნილის, მაიკლ ემერსონის, ალექსანდრე ლე ვორნოის და გია ჯანდიერის ერთბოლივ ანგარიშზე: “ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკა მისი აღმოსავლეთ მეზობლების მიმართ, შეფასება საქართველოს მაგალითზე”, მომხსენებელი: ბატონი გია ჯანდიერი.

 
საქველმოქმედო ღონისძიება იაპონიის დასახმარებლად
09/05/2011

9 მაისი 2011 წელი, ევროპის დღის აღსანიშნავი საქველმოქმედო ღონისძიება იაპონიის ატომური კატასტროფის დროს დაზარალებული ოჯახების დასახმარებალად. სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში იაპონიის საელჩოს წარმომადგენლებმა და იტალიის ელჩმა.

 
საჯარო ლექცია: “ნიდერლანდების საერთაშორისო პოლიტიკის განვითარება”
27/04/2011

27 აპრილი 2011 წელი, საჯარო ლექცია თემაზე: “ნიდერლანდების საერთაშორისო პოლიტიკის განვითარება”, მომხსენებელი: პროფ. დოქტორი ტიერკ ბუსტრა – პოლიტიკის მეცნიერებათა სპეციალისტი საერთაშორისო ურთიერთობების განხრით. საერთაშორისო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჰოლანდიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი.

 
სასწავლო ვიზიტი ზაარბრუკენის უნივერსიტეტში
20/03/2011

2011 წლის 20 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის კოორდინაციით ევროპული კვლევების ინსტიტუტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს DAAD–ისა და ზაარლანდის უნივერსიტეტის სამკვირიან კურსში “კონფლიქტის პრევენცია” და გამოცდების წარმატებით ჩაბარების შედეგად დააგროვეს 9 კრედიტი.

 
საჯარო ლექცია: “საქართველო და ევროპის საბჭო”
15/02/2011

15 თებერვალი 2011 წელი, საჯარო ლექცია თემაზე: “საქართველო და ევროპის საბჭო”, მომხსენებელი: ბატონი ზურაბ ჭიაბერაშვილი – საქართველოს ყოფილი ელჩი ევროპის საბჭოში (2006-2010), ამჟამად საქართველოს ელჩი შვეიცარიაში და გაეროს წარმომადგენლობებში ჟენევაში.

 
გვერდი 20 22-დან
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012