სიახლეების არქივი
![]() |
გვერდი | 21 | 22-დან | ![]() |
საქველმოქმედო ღონისძიება იაპონიის დასახმარებლად
09/05/2011
9 მაისი 2011 წელი, ევროპის დღის აღსანიშნავი საქველმოქმედო ღონისძიება იაპონიის ატომური კატასტროფის დროს დაზარალებული ოჯახების დასახმარებალად. სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში იაპონიის საელჩოს წარმომადგენლებმა და იტალიის ელჩმა. |
|
საჯარო ლექცია: “ნიდერლანდების საერთაშორისო პოლიტიკის განვითარება”
27/04/2011
27 აპრილი 2011 წელი, საჯარო ლექცია თემაზე: “ნიდერლანდების საერთაშორისო პოლიტიკის განვითარება”, მომხსენებელი: პროფ. დოქტორი ტიერკ ბუსტრა – პოლიტიკის მეცნიერებათა სპეციალისტი საერთაშორისო ურთიერთობების განხრით. საერთაშორისო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჰოლანდიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი. |
|
სასწავლო ვიზიტი ზაარბრუკენის უნივერსიტეტში
20/03/2011
2011 წლის 20 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის კოორდინაციით ევროპული კვლევების ინსტიტუტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს DAAD–ისა და ზაარლანდის უნივერსიტეტის სამკვირიან კურსში “კონფლიქტის პრევენცია” და გამოცდების წარმატებით ჩაბარების შედეგად დააგროვეს 9 კრედიტი. |
|
საჯარო ლექცია: “საქართველო და ევროპის საბჭო”
15/02/2011
15 თებერვალი 2011 წელი, საჯარო ლექცია თემაზე: “საქართველო და ევროპის საბჭო”, მომხსენებელი: ბატონი ზურაბ ჭიაბერაშვილი – საქართველოს ყოფილი ელჩი ევროპის საბჭოში (2006-2010), ამჟამად საქართველოს ელჩი შვეიცარიაში და გაეროს წარმომადგენლობებში ჟენევაში. |
|
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება
01/02/2011
1 თებერვალი 2011 წელი, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტსა და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმება. |
|
საჯარო ლექცია: “ეთნიკურობა, კონფლიქტი და უმცირესობები ევროპულ კონტექსტში”
28/01/2011
28 იანვარი 2011 წელი, საჯარო ლექცია თემაზე: “ეთნიკურობა, კონფლიქტი და უმცირესობები ევროპულ კონტექსტში”, მომსხენებელი: პროფ. მილორად პუპოვაჩი – ზაგრების უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის ლინგვისტიკის დეპარტამენტის გამოყენებითი ლინგვისტიკის კვლევების ხელმძღვანელი. |
|
საჯარო ლექცია: “ევროკავშირი როგორც საგარეო პოლიტიკური აქტორი”
16/12/2010
16 დეკემბერი 2010 წელი, საჯარო ლექცია თემაზე: “ევროკავშირი როგორც საგარეო პოლიტიკური აქტორი”, მომხსენებელი: პროფესორი, დოქტორი ანნე მარი ლე გლოანეკი – THESEUS-ის ვიზიტორი პროფესორი კიოლნის უნივერსიტეტი (2008 წლის გაზაფხულის სემესტრი), პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ეროვნული სკოლის შვილობილი კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი სასწავლო დარგში CERI (Centre dʹEtudes et de Recherches Internationales). |
|
საჯარო ლექცია: “გადატვირთვა აშშ – რუსეთს შორის და მისი გავლენა საქართველოზე”
10/12/2010
10 დეკემბერი 2010 წელი, საჯარო ლექცია თემაზე: “გადატვირთვა აშშ – რუსეთს შორის და მისი გავლენა საქართველოზე”, მომხსენებელი: პროფესორი ჯორჯ ჰადსონი – პოლიტიკურ მენციერებათა პროფესორი, რუსეთისა და ცენრალური ევრაზიის კვლევათა პროგრამის დირექტორი უიტტენბერგის უნივერსიტეტი აშშ. |
|
![]() |
გვერდი | 21 | 22-დან | ![]() |