სიახლეების არქივი

გვერდი 5 22-დან
ცხადდება მიღება ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე 2021/2022
28/07/2021
ევროკავშირის მხარდაჭერით დაარსებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს  მიღებას  2021–2022 სასწავლო წლისათვის  ინგლისურენოვან  ინტერდისციპლინურ  სამაგისტრო პროგრამაზე "ევროპისმცოდნეობა", ევროპულ უნივერსიტეტებში მობილობის შესაძლებლობითა და საჯარო და კერძო სექტორებში სტაჟირების შეთავაზებით. 
 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა ჟან მონეს პროექტის “ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის დაარსება” ფარგლებში
19/07/2021
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტმა 2021 წლის 16 და 17 ივლისს ევროკავშირის ჟან მონეს პროექტის „ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური საბაკალავრო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ I სამუშაო ფაზის მეორე ორდღიან ვირტუალურ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა.
 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტმა ევროკავშირის ჟან მონეს პროექტის “ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის დაარსება” ფარგლებში საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა
29/06/2021
24-25 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ევროპული კვლევების ინსტიტუტმა ევროკავშირის ჟან მონეს პროექტის „ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური საბაკალავრო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ფარგლებში საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა თემაზე:  „ევროკავშირის სწავლა, სწავლება და კვლევა თეორიასა და პრაქტიკაში.“ ინსტიტუტმა კონფერენცია ევროპის დღის საზეიმოდ აღნიშვნისა და საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შვიდი წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაუკავშირა. 
 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტმა ჟან მონეს პროექტის “ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის დაარსება” პირველი ოფიციალური წარდგენა მოაწყო
12/06/2021
2021 წლის 12 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით  ევროკავშირის ჟან მონეს პროექტის „ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური საბაკალავრო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ფარგლებში პირველი სამუშაო ფაზის პირველი შეხვედრა გაიმართა. 
 
შეხვედრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან
09/06/2021
თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს   ეკატერინე ზარიძესილია ნოზაძესგიორგი გამიაშვილსმარიამ ავალიშვილსმეგი ჯალაღონიასმაკა ზურაშვილსგიორგი ხუხიასა და  დავით ხიმშიაშვილს შესაძლებლობა მიეცათ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებისთვის დაესვათ კითხვები და ჩართულიყვნენ დისკუსიაში, რომელიც შეეხებოდა არსებული პრობლემების განხილვასა და ამ პრობლემებზე გადაწყვეტის გზების ძიებას.  
 
ცხადდება მიღება ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის - 1 ეტაპი
20/05/2021
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას (რექტორის ბრძანება N66/01-01; 19/05/2021) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ფარგლებში (ENPI/2012/306-124) შექმნილ ინტერდისციპლინურ და ინტერფაკულტეტურ, ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე "ევროპისმცოდნეობა".  
 
გილოცავთ ევროპის დღეს!
09/05/2021
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი გილოცავთ ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამის, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის  რობერტ შუმანის ისტორიული დეკლარაციის იუბილეს და მომავალი სასწავლო წლისთვის აცხადებს ღია კარის დღეებს
 
ინფორმაცია საერთაშორისო ვიზიტორი სტუდენტებისთვის
09/03/2021
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად  ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ისრაელის სახელმწიფოს, თურქეთის რესპუბლიკის, შვეიცარიის კონფედერაციის, ნორვეგიის სამეფოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, საუდის არაბეთის სამეფოს, კატარის სახელმწიფოს, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს, ბელარუსიის რესპუბლიკის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის, სომხეთის რესპუბლიკის, ყირგიზეთის რესპუბლიკის, უზბეკეთის რესპუბლიკის, ტაჯიკეთის რესპუბლიკისა და თუქმენეთის მოქალაქეებს საქართველოში საჰაერო გზით შემოსვლა შეუძლიათ გამარტივებული წესით
 
გვერდი 5 22-დან
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012