სიახლეების არქივი


გვერდი 7 23-დან
ცხადდება მიღება ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე 2020/2021
15/07/2020
ევროკავშირის მხარდაჭერით დაარსებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს  მიღებას  2020–2021 სასწავლო წლისათვის  ინგლისურენოვან  ინტერდისციპლინურ  სამაგისტრო პროგრამაზე ევროპისმცოდნეობაში, ევროპულ უნივერსიტეტებში მობილობის შესაძლებლობითა და საჯარო და კერძო სექტორებში სტაჟირების შეთავაზებით. 
 
კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის სტიპენდიები თსუ ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის
14/07/2020
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის (MA in European Studies) 10 სტუდენტს "კონრად ადენაუერის სახელობის ფონდი" სტიპენდიას დაუწესებს. ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე 2020-2021 სასწავლო წელს ჩარიცხულ მაღალრეიტინგულ სტუდენტებს შემოდგომის სემესტრში სწავლის საფასური სრულად დაუფინანსდებათ.  
 
მორიგი ონლაინ ლექცია ესეების კონკურსის ფარგლებში
12/06/2020
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტისა და ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის ეგიდით მიმდინარე ესეების კონკურსის ფარგლებში, დაიგეგმა კიდევ ერთი ონლაინ ლექცია ინგლისურ ენაზე, რომელსაც გაუძღვება თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი პროფ. ნინო ლაპიაშვილი. ონლაინ ლექციის თემაა „ევროკავშირის ინსტიტუტები“ და ჩატარდება 15 ივნისს, 15:00 საათზე.

Zoom meeting ID: 881 1947 3543
Password: 847769 

 
ვიდეო-მიმართვა ესეების კონკურსში მონაწილე სტუდენტთათვის
04/06/2020
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის, ასევე, თსუ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით განხორციელებული ესეების კონკურსის პროექტის  მონაწილე სტუდენტური გუნდები, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის  თეიმურაზ ჩიტაიას ვიდეო-მიმართვის ნახვას შეძლებენ თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის Facebook გვერდზე. 
 
ესეების კონკურსში მონაწილე გუნდების საყურადღებოდ!
30/05/2020
ძვირფასო კონკურსანტებო, გთხოვთ, იხილოთ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ონლაინ ლექციების განრიგი
 
ყურადღება! სტუდენტური კონკურსი!
21/05/2020
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი და თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტი - თსუ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით და ევროკავშირის პროექტის “ევროკავშირი საქართველოსთვის” ფინანსური მხარდაჭერით აცხადებენ ესეების ონლაინ კონკურსს თსუ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისა და დოქტორანტებისთვის.

 
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტს, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტსა და საქართველოს პარლამენტის კვლევით ცენტრს შორის
08/05/2020
გილოცავთ ევროპის დღეებს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის დაწყებიდან 11 წლის იუბილეს!

იხილეთ ჩვენი პრეს-რელიზი.
 
COVID-19 State of Emergency updates in Georgia
22/04/2020
This is to notify that the State of Emergency in Georgia due to COVID-19 has been extended until May the 22nd as well as prohibition on traveling by personal vehicle and/or taxis until April the 27th.
 
გვერდი 7 23-დან
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012