სიახლეების არქივი

გვერდი 8 22-დან
ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამის რეაკრედიტაციის პროცესი წარმატებით დასრულდა
02/10/2019
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი დიდი სიხარულით   იტყობინება, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის დაარსება თსუ-ში“ (ENPI/2012/306-124) ფარგლებში შექმნილმა ინგლისურენოვანმა, ინტერდისციპლინურმა და ინტერფაკულტეტურმა ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამამ  ( Doctoral Programme in European Studies ) წარმატებით გაიარა რეაკრედიტაციის პროცესი მომდევნო 7 წლით ვადით.  
 
ცხადდება მიღება ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე 2019/2020
01/07/2019
ევროკავშირის მხარდაჭერით დაარსებული  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს  მიღებას 2019–2020 სასწავლო წლისათვის ინგლისურენოვან  ინტერდისციპლინურ  სამაგისტრო პროგრამაზე ევროპისმცოდნეობაში.
 
დოქტორ ლიამ თორნტონის საჯარო ლექციათა ციკლი სტუდენტებისთვის თემაზე „EU Asylum Law“
03/06/2019

2019 წლის 3-7 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტს სალექციო კურსის წასაკითხად სტუმრობს ირლანდიის დუბლინის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი  დოქტორ ლიამ თორნტონი. სალექციო კურსს ესწრებიან ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის, ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიზაციაში ერთობლივი რეგიონული სამაგისტრო პროგრამის, ერასმუს+ გაცვლითი პროგრამისა და თსუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები.  სალექციო კურსის თემაა  „EU Asylum Law“ და მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.  

 
პროფ. დოქ. მარკო ბორრაჩეტტის სალექციო კურსი თემაზე: "დემოკრატია და მიგრაცია ევროპაში"
12/04/2019
15-18 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტს ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიზაციაში ერთობლივი რეგიონული სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სალექციო კურსის წასაკითხად ეწვევა ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორი დოქტორი მარკო ბორრაჩეტტი. სალექციო კურსი განკუთვნილია, როგორც თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობისა და ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიზაციაში ერთობლივი რეგიონული სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების, ისე ყველა სხვა დაინტერესებული პირისთვის.

 
თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტთან თანამშრომლობით თსუ სტუდენტური თვითმმართველობის მიერ განხორციელებული პროექტი: „საქართველოს ევროპული გზა“
08/04/2019
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტთან თანამშრომლობით თსუ სტუდენტური თვითმმართველობა ახორციელებს პროექტს: „საქართველოს ევროპული გზა“.
 
პროფ. დოქ. ივო სლოსარციკის სემინარი თემაზე "კანონის უზენაესობა ევროკავშირში"
01/04/2019
2019 წლის 1 აპრილს თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტმა უმასპინძლა პრაღის ჩარლს უნივერსიტეტის პროფესორის დოქ. ივო სლოსარციკის სემინარს თემაზე "კანონის უზენაესობა ევროკავშირში. სემინარი მოეწყო სპეციალურად თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, ასევე, ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიზაციაში ერთობლივი რეგიონალური სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის. სემინარი დასრულდა საკმაოდ ინტერაქტიული კითხვა-პასუხის სესიით.


 
ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამის სტუდენტების სადისერტაციო ნაშრომების დაცვა
18/03/2019
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამის სტუდენტთა სადისერტაციო ნაშრომების დაცვა გაიმართება 2019 წლის 23 მარტს, 15:00 საათზე.

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი N1, თსუ-ის პირველი აკადემიური კორპუსი, აუდიტორია 06.
 
ცხადდება მიღება ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაზე 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში
28/12/2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტით „ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ფარგლებში (#ENPI/2012/306-124) შექმნილ ინტერდისციპლინურ, ინტერფაკულტეტურ, ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე ევროპისმცოდნეობაში. 
 
გვერდი 8 22-დან
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012