სიახლეების არქივი

გვერდი 9 22-დან
ევროკავშირის ელჩის ბატონ კარლ ჰარცელის შეხვედრა ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, ასევე საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის სტუდენტებთან
11/12/2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტს საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტთან (იურიდიული ფაკულტეტი) ერთად პატივი აქვს უმასპინძლოს საქართველოში ევროკავშირის ელჩის ბატონ კარლ ჰარცელის შეხვედრას ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვანი, ინტერდისციპლინური სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, ასევე საერთაშორისო  სამართლის ინსტიტუტის სტუდენტებთან. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ტრადიციული შეხვედრები ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელთან 2010 წლიდან სისტემატურად იმართება.  
 
ცხადდება მიღება ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაზე 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში
08/10/2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ფარგლებში (#ENPI/2012/306-124) შექმნილ ინტერდისციპლინურ, ინტერფაკულტეტურ, ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე ევროპისმცოდნეობაში. 
 
2018-2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები (იურიდიული ფაკულტეტი)
06/09/2018
2018-2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები (იურიდიული ფაკულტეტი)

 
ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე დარეგისტრირების მსურველ კანდიდატთა საყურადღებოდ
29/08/2018
გაცნობებთ, რომ თსუ-ის მეორე აკადემიურ კორპუსში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო საბუთების მიღება იწარმოებს როგორც ამავე კორპუსის N 406 აუდიტორიაში (IV სართული), ასევე თსუ-ის პირველი აკადემიური კორპუსის N 216 აუდიტორიაში (II სართული).

გთხოვთ, წინასწარ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: +995 595 770110.



 
ცხადდება მიღება ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე 2018/2019
02/07/2018
ევროკავშირის მხარდაჭერით დაარსებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს  მიღებას 2018–2019 სასწავლო წლისათვის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე ევროპისმცოდნეობაში, ევროპულ უნივერსიტეტებში მობილობის შესაძლებლობითა და საჯარო და კერძო სექტორებში სტაჟირების შეთავაზებით. 
 
 
ღია კარის დღეები!
11/06/2018
ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან, ინტერდისციპლინურ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებთან დაკავშირებით (MA and PhD programmes in European Studies) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს ღია კარის დღეებს.
 
დაიწყო აპლიკაციების მიღება რეგიონალურ სამაგისტრო პროგრამაზე: „ადამიანის უფლებები და დემოკრატიზაცია კავკასიის რეგიონში“ (აღმოსავლეთის პარტნიორობის რეგიონი) 2018/2019
06/06/2018
დაიწყო აპლიკაციების მიღება რეგიონალურ სამაგისტრო პროგრამაზე: „ადამიანის უფლებები და დემოკრატიზაცია კავკასიის რეგიონში“ (აღმოსავლეთის პარტნიორობის რეგიონი) 2018/2019
 
თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ერთობლივი ღონისძიება
05/05/2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ერთობლივი ორგანიზებით გიწვევთ ყველა დაინტერესებულ პირს  საჯარო ლექციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელსაც გაუძღვება მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ქალბატონი ქეით ფიერონი.

ღონისძიება ეძღვენა თსუ-ის 100 წლის იუბილესა და ევროპის დღეებს.
 
გვერდი 9 22-დან
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012